ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: გაფაციცებით გისმენდით, ერთხელ არ გითქვამთ „ქამრების შემოჭერა“

ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: გაფაციცებით გისმენდით, ერთხელ არ გითქვამთ „ქამრების შემოჭერა“

access_time2021-02-22 18:20:00

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს მოსახლეობის 19,5% იყო სიღარიბის ზღვარს ქვევით და მოსახლეობის მეხუთედი იყო ღატაკი. კორონავირუსმა ალბათ გააორმაგა ეს მონაცემი. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? აი, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ მაგალითად? - ამ კითხვით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.


„დღეს გაფაციცებით გისმენდით, მანამდე „ქართულ ოცნებას“ რომ ხვდებოდით იქაც გისმენდით, ერთხელ არ გითქვამთ „ქამრების შემოჭერა“ ზრდილობის გულისთვის. იცით თუ არა რომ კორონავირუსამდე 2019 წელს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 19,5% მოსახლეობის იყო სიღარიბის ზღვარს ქვევით და რომ მეხუთედი მოსახლეობის იყო ღატაკი. კორონავირუსმა ალბათ გააორმაგა ეს მონაცემი. იცით თუ არა, რომ ყოველ მეორე პენსიონერს წინასწარ ნახევარი წლის პენსია აქვს გამოტანილი. იცით თუ არა რომ პენსიონერებს მთელი თანხა მედიკამენტებში ეხარჯებათ. წამლებში მეტი ფული ეხარჯებათ, ვიდრე საჭმელში. მთავრობამ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ამ საკითხს ვერაფერი მოუხერხა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.


ამასთან, ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ოპოზიციასთან მიმართებით, კონფრონტაციული ტონის ფონზე, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვა ხდება. „ასევე რა თქმა უნდა ველოდი თქვენგან კონფრონტაციულ ტონს ოპოზიციასთან მიმართებით... თქვენ მათ ახლა დაესტრუქციული ოპოზიცია უწოდეთ. წლებია გულწრფელად ებრძვით და მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა ეს თქვენი არჩევანია. ამბობთ რადარებიდან უნდა გაგაქროთ, გაგანადგუროთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ რადარებიდან ქრება საქართველო? სანამ თქვენ ოპონენტებთან ასე დაჟინებით ბრძოლაში ხართ, ეს ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? აი, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ მაგალითად? თქვენ წლებია მაღალ თანამდებობებზე ხართ. იქნებ კავშირი გაგიწყდათ, იქნება არ იცით, რომ ლუკმა-პური ენატრება ხალხს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.




imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up