ალეკო ელისაშვილი: ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება

ალეკო ელისაშვილი: ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება

access_time2021-03-02 14:53:08

ალეკო ელისაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ 

„ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება. ეს საარჩევნო ცვლილებები არის გადაუჭარბებლად ისტორიული და რევოლუციური. ერთი თვე ვმუშაობდით, შედეგი აგერ არის. მემორანდუმი უკვე კანონპროექტად იქცა. და სანამ კანონად იქცევა, ყველას მოგიწოდებთ, უფრო აქტიურად ჩაერთოთ განხილვებში.

თუ არ დაგეზარებათ, დეტალურად საარჩევნო ცვლილებები:

- ცესკოს კომისიები, ყველა დონეზე დაკომპლექტდება ახალი წესით. ყველა პარტიას ეყოლება ცენტრალურ და საოლქო კომისიაში საკუთარი წევრი, უბნებზე ყველას- წარმომადგენელი, რომელსაც ცესკო გადაუხდის თავად ხელფასს, რაც ყველა შეზღუდული რესურსის მქონე პარტიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, საკუთარი ხმები დაიცვას

- ადამიანების იდენტიფიკაცია, ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, რომ თითის ანაბეჭდით მოხდეს და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რითაც უფრო მარტივად ავიცილებთ თავიდან კარუსელებს.

- ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით, რითიც ოქმების გადაჯღაბნა და შესწორება შეუძლებელი გახდება.


- თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ყველგან ბუნებრივი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული პრინციპი, თბილისსა და დიდ ქალაქებში 4/1 -ზე პრინციპით (40 პროპორციული, 10 მაჟორიტარი) და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 2/1-ზე.

- ვალდებულება ეკისრება საოლქო კომისიებს, რომ უბნების სულ მცირე 10 % მაინც გადათვალოს, შესაბამისად დაუკმაყოფილებელი საჩივრები, რომ აღარ გადათვლიან, ვეღარ გვექნება.

- საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით.

- ცვლილებებით,  დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, რაც არჩევნების დღეს „ძველი ბიჭების“ ინსტიტუტს“ შეასუსტებს. ეს ყველაფერი 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

- ერთადერთი საკითხი, რაც ღია რჩება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწროპარტიულ ინტერესს ყველამ უნდა გადააბიჯოს და ერთჯერადად მაინც უნდა შემოვიდნენ პარტიები პარლამენტში, რომ მომდევნო  არჩევნებზე დაირღვეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, თორემ 2024 წელს მაღალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მხოლოდ ისევ ორი დიდი პოლიტიკური ძალა მოხვდება და კიდევ უფრო დავშორდებით მრავალპარტიული პარლამენტის და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს იდეასაც. “  წერს ალეკო ელისაშვილი


თეგები:
ელისაშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up