დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ კი დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეჭვები აქვს, ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს.
„უკვე ეჭვები მიჩნდება, ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ ჩაიშალოს ეს შეთანხმებები. რამდენიმე მისია იყო, პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა, შემდეგ დანიელსონი ერთხელ და მეორედ. ვიდრე ბოლოს ჩამოვიდოდა, ოპოზიციამ სთხოვა, მოდით, დროა, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთო. ანუ, ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენს აზრებს ნუ ისმენთ და თქვენ შემოგვთავაზეთ რამე და ჩვენ ამას დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, მთხოვეთ ვიყო მედიატორი, გეტყვით რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა ხუთი პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
1tv.ge