დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს, - ამის შესახებ ოპოზიციოენერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო რეფორმის შედეგად დაკომპლექტებული ცესკოს მიერ ჩატარდება.
„თუ ვინმე საარჩევნო რეფორმის პროექტს კარგად წაიკითხავს, მიხვდება, რომ თამარ ჟვანიას წასვლა მოუწევს. ძალაში თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი შევა. კანონს უკუქცევის ძალა არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს, - განაცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
IPN.GE