ალეკო ელისაშვილი არჩევნების ორი დღის განმავლობაში ჩატარების ინიციატივით გამოდის

ალეკო ელისაშვილი არჩევნების ორი დღის განმავლობაში ჩატარების ინიციატივით გამოდის

access_time2020-10-19 17:09:03

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, პანდემიის პირობებში, არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს, რაც მობილობის შემცირებას მოემსახურება. მიუხედავად საკანონმდებლო ბარიერებისა, რაც ამ ინიციატივის რეალიზებას წინ ეღობება, ელისაშვილის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა.


ინიციატორის თქმით, სამართლებრივად ამ შეთავაზების განხორციელება რთული და თითქმის შეუძლებელიცაა, ვინაიდან საკონსტიტუციო ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვეღარ მოესწრება, ასევე ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღებაც.


„ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში, ჩავატაროთ პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ სიებით, ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურების სრული დაცვა მოხდეს. ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ამ დისკუსიაში დაუყოვნებლივ ჩავერთოთ. ვიცით, რომ სამართლებრივად ეს რთული და თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციურ ვადებში ვერ მოესწრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შევთანხმდეთ ორდღიან საარჩევნო ციკლზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნების თარიღი არ გადაიდება და არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 31 ოქტომბერს ჩატარდება.



კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელის ზრდის ფონზე, პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში შეკრების ინიციატივით გამოვიდა.


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. 1 186 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 18 663-ს გაუტოლდა. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-ს მიაღწია.


www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up