ალდაგმა კორპორატიული დაზღვევის კონფერენციას უმასპინძლა

ალდაგმა კორპორატიული დაზღვევის კონფერენციას უმასპინძლა

access_time2020-02-17 13:24:23

სადაზღვევო კომპანია ალდაგის ორგანიზებით ექსპოჯორჯიაში კორპორატიული დაზღვევის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო კორპორატიული დაზღვევის სფეროში დღეს არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების განხილვა და ალდაგის კორპორატიულ დაზღვევაში არსებული ახალი მიდგომების შესახებ საუბარი.


კონფერენციაზე შედგა ალდაგის რამდენიმე ექსკლუზიური და ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია. განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: განვითარებადი და განვითარებული სადაზღვევო ბაზრების შედარება, პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარება საქართველოში, LLOYD’s -ის წარმატების ქეისი, სახელმწიფო სტრუქტურების მეწარმეებთან ურთირერთობისას წარმოქმნილი ფინანსური რისკები და მათი შემცირების ინსტრუმენტები, ღონისძიებების (events) დაზღვევა, Defence Base Act (DBA) და სხვა.


ალდაგის კორპორატიული დაზღვევის კონფერენცია ალდაგის პროფესიონალური განვითარების პროგრამის (PSDP) ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ალდაგში და მისი მიზანი იყო კორპორატიული დაზღვევის მენეჯერების კომპეტენციის ამაღლება და დაზღვევის ექსპერტული ცოდნის საფუძველზე რისკმენეჯმენტის უნარ-ჩვევების ამაღლება.


პროფესიონალური განვითარების პროგრამა (Professional Sales Development Program PSDP) არის თამარ ტურაშვილის (ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი) საავტორო პროგრამა და ეფუძნება პოზიტიური ფსიქოლოგიის კონცეფციას, რომლის მიზანია გაყიდვების პროფესიონალის უნარ-ჩვევების გაძლიერება პროფესიულ სფეროში.



“სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლების განმავლობაში ლიდერია კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე (31% ბაზრის წილით). ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მანძილზე, არათუ ვპასუბობდით ბიზნესის საჭიროებებს, არამედ ვიყავით სანდო და დასაყრდენი პარტნიორი ჩვენი კორპორატიული კლიენტებისთვის, რათა ხელი შეგვეწყო მათი უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის. დღეს უკვე სრული თავდაჯერებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარს ვთავაზობთ არა მხოლოდ კორპორატიულ პროდუქტებს, არამედ პროფესიონალურ რჩევას, კონსულტაციას და სერიოზულ დასაყრდენს სადაზღვევო კომპანია ალდაგში,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.


(R)

თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up