ალდაგის ტვირთის დაზღვევა- საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

ალდაგის ტვირთის დაზღვევა- საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

access_time2020-12-25 17:33:37

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ბენე ჯგუფს შორის მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, ბენე ჯგუფის მომხმარებლები საჩუქრად ალდაგის ტვირთის დაზღვევას მიიღებენ. 

დაზღვევა ტვირთის ღირებულების ანაზღაურებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის დროს ტვირთი სრულად ან ნაწილობრივ დაზიანდა. ალდაგის დაზღვევით დაფარულია ყველა შესაძლო რისკი, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მაცივრის მწყობრიდან გამოსვლა, რომლის დროსაც შესაძლოა პროდუქცია დაზიანდეს. დაზღვევის შეთავაზებულ პაკეტში შედის იმ პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც ტვირთის დაზიანების შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა დაუდგეს თავისი კლიენტების წინაშე. ა
ბენე ჯგუფის ყველა ის კლიენტი კომპანია, რომელიც გადაზიდვებს ბენეს დახმარებით ახორციელებს, ამ დაზღვევას ალდაგისგან უფასოდ მიიღებს. ორ კომპანიას შორის შეთანხმების დეტალებზე ბენე ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი გოგლიძე გვესაუბრება.


რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა, რომ თქვენს კლიენტებს უფასოდ შესთავაზოთ დაზღვევა?
ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის მომხმარებლის კმაყოფილება და დახვეწილი სერვისი იყო. სწორედ ეს გახდა მოტივი იმისა, რომ გადაზიდვის მომსახურებას დავამატეთ ტვირთის დაზღვევის პაკეტი. რისკის ეფექტური მენეჯმენტი ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ხოლო პატარა კომპანიისთვის ერთი შემთხვევაც შეიძლება იყოს საბედისწერო, ამიტომ ტვირთის დაზიანების რისკი აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა კომპანიებმა შეძლონ, თავიდან აიცილონ ფინანსური დანაკარგები.


რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევა გადაზიდვის ბიზნესში, და საქართველოში ამ მხრივ რა სიტუაციაა, იზრდება თუ არა დაზღვევისადმი ინტერესი?
დაზღვევის კულტურა და მზაობა, ჩვენს დარგში, ახლა იკიდებს ფეხს. ამ კუთხით პოზიტიურ ტენდენციას ვხედავთ. ზოგადად დაზიანების რისკს ნებისმიერი გადაზიდვა ატარებს. შესაძლოა გადამზიდავისგან დამოუკიდებლად წარმოიშვას ფორსმაჟორული სიტუაცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური ზარალი. სწორედ მსგავს ვითარებებშია საბედისწეროდ მნიშვნელოვანი საიმედო პარტნიორი - სადაზღვევო კომპანიის სახით.
პრაქტიკამ გვიჩვენა რომ, სანამ კომპანიებს დაზღვევის საფასურის გადახდა თავად უწევდათ, პაკეტის შეძენისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ გარკვეული გამოცდილების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია ნეგატიური შედეგის დაზღვევა.



რა ხედვებში ემთხვევით თქვენ და ალდაგი?
ჩვენი საქმიანობის დასაწყისიდან, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიასთან გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება. მაგრამ, ალდაგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პოლიტიკით და ყოველთვის ღია იყო სიახლეებისა და მოლაპარაკებებისათვის. ვფიქრობ, მჭიდრო თანამშრომლობაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. ალდაგის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერასა და მზაობას ახალ პროდუქტზე ან პროექტზე მუშაობისას.
ალდაგისადმი ნდობა სწორედ მაშინ გამყარდა, როდესაც პირველად დაგვიდგა ზარალის ანაზღაურების შემთხვევა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ გვერდით ჩვენი ინტერესების დამცველი კომპანია გვყავდა.


2020 წელს საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო, რამდენად წარმატებული წელი გქონდათ?
ბენე ჯგუფი საერთაშორისო გადაზიდვებს 2013 წლიდან ახორციელებს . ტვირთის მფლობელებს მრავალფეროვან გადაზიდვის ტიპებს ვთავაზობთ: არაგაბარიტული გადაზიდვები, რეჟიმიანი ტვირთის გადაზიდვები, შერეული ტვირთები და პროექტის ლოგისტიკა. „ბენე ჯგუფი“ ყველა დარგს ემსახურება, ვინაიდან დაუძლეველი გამოწვევა არ არსებობს.
მართალია 2020 წელი არ იყო სახარბიელო ბიზნესისთვის, მაგრამ ტვირთბრუნვაზე მას დრამატული გავლენა არ ჰქონია. ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდმივად საკუთარი თავის გამოწვევის პროეცესშია, სწორედ ამიტომ, ჩვენს მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რთული წელი იყო 2020 წელს 3000-მდე გადაზიდვა შევასრულეთ. ჩვენი პორტფელი დღეისათვის 930 მომხმარებელს მოიცავს. ამ პორტფელის შექმნასა და შენარჩუნებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებიც გვეხმარებიან და ერთ-ერთი მათგანია სწორედ ალდაგი. ერთობლივად ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. უკვე ვმუშაობთ კიდევ ერთ, საერთო პროექტზე, რომელიც მეტი ბენეფიტის მომტანია ჩვენი დამკვეთებისათვის. ვფიქრობ, მომავალი წლის თებერვლისათვის ტვირთის მფლობელებს საკმაოდ საინტერესო წინადადებას შევთავაზებთ.


R


თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up