ალდაგის სადაზღვევო გარანტია -   უწყვეტი პარტნიორობა განვითარებისთვის

ალდაგის სადაზღვევო გარანტია - უწყვეტი პარტნიორობა განვითარებისთვის

access_time2020-07-08 16:07:39

სადაზღვევო გარანტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. გარანტიის წარდგენა, უმთავრესად, საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ დამკვეთის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველსაყოფად.


ალდაგი პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც  კორპორატიული კლიენტებისთვის გარანტიების გაცემა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიას სახელმწიფო სთხოვს გარანტიის წარდგენას, ალდაგი მას ამ გარანტიით უზრუნველყოფს ანუ საკუთარ თავზე იღებს თანხის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ აღებული ვალდებულება დროულად და სათანადოდ არ შესრულდება.


სადაზღვევო გარანტიების კუთხით ალდაგს რამდენიმე ახალი შეთავაზება აქვს კორპორატიული ბაზრისთვის. ამ თემაზე ალდაგის ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელს, ირაკლი ტიკარაძეს ვესაუბრეთ.


რა შემთხვევაში სჭირდებათ კომპანიებს გარანტია სადაზღვევო კომპანიისგან



გარანტიის მრავალი სახეობა არსებობს. ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, არის გარანტიები სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისთვის. სახელმწიფოს გარანტია სჭირდება იმისათვის, რომ ხელშეკრულების არშესრულების შემთხვევაში, არსებობდეს თანხის გადამხდელი სუბიექტი. გარდა სატენდერო წინადადების გარანტიისა, არსებობს საბაჟო გარანტია (ე.წ. customs bond), რომელიც გულისხმობს დადგენილი საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ ეს ფინანსური ვალდებულება არ შესრულდა. გარდა ამისა, არსებობს სხვა ტიპის გარანტიები: საავანსო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ავანსად გაცემული თანხის დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა დანიშნულებისამებრ არ განკარგა მიღებული თანხა. ასევე კორპორატიულ ბაზარს ვთავაზობთ ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს, ასევე გადახდის გარანტიას, რომელიც გულისხმობს თანხის ანაზღაურებას, თუ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების თანხის დროული გადახდა არ განხორციელდა. არის ასევე ხარისხის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულებას. თითოეული ეს გარანტია უზრუნველყოფს სხვადასხვა მოცემულობაში კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არშესრულების რისკს მესამე პირის წინაშე. 


ცნობილია, რომ კორპორატიულ კლიენტებს მსგავსი გარანტიის მიღება ბანკიდანაც შეუძლიათ, რა უპირატესობა აქვს სადაზღვევო კომპანიისგან გაცემულ გარანტიას? როგორ უწევთ კონკურენციას ბანკებს ამ მიმართულებით?


სადღეისოდ საქართველოში საბანკო რეგულაციები გაცილებით მკაცრია, ვიდრე სადაზღვევო რეგულაციები, შესაბამისად გარანტიის გაცემისას სადაზღვევო სფერო უფრო მოქნილია. ბანკები, ცხადია, უფლებამოსილი არიან გასცენ გარანტიები, მაგრამ მათი ძირითადი საქმიანობა, აქტიური ოპერაციების ჭრილში, კრედიტებია, ამიტომ კლიენტს აფასებენ კრედიტუნარიანობის კუთხით. შესაბამისად  გარანტიის გაცემისას სტანდარტი და მიდგომა უფრო მკაცრია. ცხადია, სადაზღვევო კომპანიები დაახლოებით იგივე კრიტერიუმებით აფასებენ კომპანიებს -აკეთებენ ფინანსურ ანალიზს და რისკების ანალიზს, თუმცა ბანკებთან შედარებით უფრო მოქნილები არიან. პროცედურაც უფრო მარტივი და სწრაფია, ვიდრე ბანკების შემთხვევებში. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას შეუძლია გასცეს სადაზღვევო გარანტია ბრმად. სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევები გასული წლების განმავლობაში, როდესაც სადაზღვევო გარანტიები გაიცემოდა შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში მათ გაპრობლემებას იწვევდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ზოგიერთი მსხვილი დონორი გარკვეული პროექტების შესრულებისას შემსრულებელი კომპანიისგან ითხოვს უშუალოდ საბანკო დაწესებულებიდან  გაცემულ გარანტიას. ასეთ შემთხვევაში ალდაგს თავისი სტაბილური კლიენტებისთვის, რა თქმა უნდა, აქვს გამოსავალი - ჩვენ მათ კონტრგარანტიებს ვთავაზობთ, ანუ ჩვენი გავლით ვაძლევთ პარტნიორი კომერციული ბანკის გარანტიას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა ვახსენო, არის ალდაგის  სტაბილურობა და კაპიტალის კუთხით მისი მდგომარეობა. ჩვენ 30 წელია ბაზარზე ვართ, ფინანსური რისკების სახეობაში გვყავს ძალიან სერიოზული მსხვილი გადაზღვევის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ჩვენს კლიენტებს შეგვიძლია გავყვეთ მსხვილ პროექტებში ანუ გავცეთ გარანტიები მსხვილ თანხებზე. ცხადია, რომ მცირე სადაზღვევო კომპანიები  მოცულობითი გარანტიების გაპრობლემების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ სათანადო ლიკვიდობას, რაც ბენეფიციარისთვის პოტენციურ რისკებს ზრდის. შესაბამისად  სახელმწიფოც თავის მხრივ უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც კომპანიას წარმოდგენილი აქვს გარანტია ალდაგისგან, ეს ნიშნავს რომ ვალდებულების შესრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება და მეორე მხრივ, ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვისაც ეს საკმაოდ მომგებიანი სიტუაციაა.

 

რა შეიცვალა გარანტიების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში?

წლიდან წლამდე გარანტიებზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენი დაკვირვებით, ეს ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ხარჯზე. მეორე მხრივ, გამარტივებული პროცედურების გამო, შემცირებულია საბაჟო გარანტიები, თუმცა როგორც ვთქვი, მოთხოვნა მზარდია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეულ სექტორებში გარანტიები მოითხოვება გარკვეულ ვალდებულებებთან მიმართებაში, მაგალითად ტუროპერატორებს და ტურაგენტებს უახლოეს მომავალში ექნებათ ვალდებულება შეიძინონ გარანტიის სავალდებულო პაკეტი, რომელიც გულისხმობს მათი გადამხდელუუნარობის შემთხვევაში კერძო პირებისთვის თანხის ანაზღაურებას. გარდა ამისა, საერთო საბაჟო სივრცეში გადაადგილების შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიებს ვალდებულება ექნებათ შეიძინონ საგარანტიო პროდუქტები და ა.შ. ზოგადად საინტერესო პროექტებია დაგეგმილი, პოტენციალი არსებობს ახალი პროდუქტების შექმნის კუთხითაც. გვიხარია, რომ ალდაგს წლების განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და მრავალი ახალი პროდუქტი განხორციელდა ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულებით, დაწყებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის დაზღვევიდან, დამთავრებული სამშენებლო სექტორში ფინანსური რისკების დაზღვევით (performance bond) რომლის დახმარებითაც ადამიანებმა შეძლეს შეეძინათ ბინები საბაზრო ფასებზე გაცილებით დაბალ ფასად და რაც მნიშვნელოვანია დამატებითი უზრუნველყოფის გარე შე, . ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს და მომავალშიც გვექნება,  ვაპირებთ უწყვეტ რეჟიმში მივსდიოთ ბაზარის მოთხოვნილებას და საჭირო დროს ინოვაციური და მოქნილი შეთავაზებებით შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოთ ბაზარს.. 

 

 

(R)


თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up