ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის  შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

access_time2019-09-12 15:51:14


 

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანსი შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში მხარდაჭერა,  ინფორმაციის მიწოდება და საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება იყო.

 

სწორედ ამ მიზნით, ალდაგმა პარტნიორობა დაიწყო საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge)  და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.

 

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კლიენტ კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება ალდაგის ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად  სარგებლობს ალდაგის ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

 

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ და რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

 

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

 

“ ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით ალდაგი მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.


(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 



თეგები:
ალდაგი



როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...


მსგავსი სიახლეები

up