საზოგადოების ცნობილ სახეებს  2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების  გახსენება უჭირთ

საზოგადოების ცნობილ სახეებს 2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გახსენება უჭირთ

access_time2018-12-28 20:30:19

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2018 წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საერთაშორისო სტანდარტის საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები.


კომერსანტი დაინტერესდა რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაამახსოვრდა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.

 

ინგა გრიგოლია


ალბათ ბევრი რაღაც გაკეთდა მაგრამ, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

 

რუსუდანი ფეტვიაშვილი


პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მახსენდება არის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა. ასევე გამახსენდა ქობულეთიდან ბათუმთან მისასვლელი გზა, რომელიც კიდევ უფრო შემოკლდა. მეტი ეხლა არ მახსენდება. თუმცა, კარგად მახსენდება სოფლის მეურნეობის პროექტი „დანერგე მომავალი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძმა სარგებლობს.


 

ბათუ ქუთელია


სიმართლე გითხრათ, არ ვადევნებ თვალს, ჩემი სფერო არ არის. ზოგადად, ძალიან ცუდად დამამახსოვრდა ახალი კონსტიტუცია. კარგი არცერთი რეფორმა არ მახსენდება.


ქეთი დოლიძე

მე იმდენად მჯერა პრემიერის, რომ რაც თქვა ეს არის სიმართლე. მამუკა ბახტაძე გამოირჩევა, დანარჩენი შეგიძლია ნახოთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო საიტზე. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ კეთდება საქართველოში, გააჩნია ვის არ უნდა ამ ყველაფრის ნახვა და არ უნდათ ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან კარგად დამამახსოვრდა ჯანდაცვის რეფორმა, განათლების რეფორმა, საბავშვო ბაღი უფასოდ, მეტი რა გინდათ?


 

ბექა ოდიშარია


ინფრასტრუქტურული პროექტი ძალიან ბევრი დაგვამახსოვრდა, როგორც დასავლეთის ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ახალი არ არის და საზოგადოებამ კარგად იცის რამდენჯერ მეტი გზა დაიგო ვიდრე წინა წლებში, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ერთი გზა ორი მხრიდან მრავალჯერ იხსნებოდა. ჩემთვის გამოყოფა უხერხული იქნება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე მიმართულებას მე უფრო ხშირად ვიყენებ და ჩემთვის უფრო გამოსადეგია, არამედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას,  თვითკმაყოფილებას ვერ მივეცემით. შრომა არის საჭირო, ჩვენ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გვაქვს ძალიან აგრესიული გეგმა. მთავარი არის, რომ იმ ამბიციურ გეგმის შემადგენელ პროექტებში არ მოხდეს ჩამორჩენა, წინააღმდეგ შემთხევაში, ვიქნებით ძალიან კრიტიკულები, განსაკუთრებით კანონმდებლები, რომელთაც ახალი კონსტიტუციით გვევალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი.


ბაჩო ადამია

 





“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...


მსგავსი სიახლეები

up