Al Jazeera: თურქეთი რუსული გაზის გაიაფებას ცდილობს

Al Jazeera: თურქეთი რუსული გაზის გაიაფებას ცდილობს

access_time2020-10-06 18:59:58

ანკარა რუსეთთან საგაზო კონტრაქტების გადახედვას და ფორმულის შეცვლას შავ ზღვაში მსხვილი საბადოს აღმოჩენის შემდეგ ცდილობს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თურქეთს რამდენიმე უპირატესობა აქვს, რომელსაც ის რუსული გაზის გაიაფებისთვის გამოიყენებს.

 

როგორც ცნობილია, აგვისტოს ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა შავ ზღვაში 320 მლრდ. კუბური მეტრი გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

 

ამ საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვება ახლო პერსპექტივის საკითხი არაა, ამას დრო და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენება სჭირდება, თუმცა, თურქებმა ამ თეორიული უპირატესობის გამოყენება უკვე დაიწყეს და რუსულ გაზზე ფასების აუცილებელ შემცირებაზე მიანიშნებენ.

 

კერძოდ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დემნეზმა განაცხადა, რომ გრძელვადიან საგაზო კონტრაქტებში პირობების გადახედვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია. მისი თქმით, თურქეთში მსხვილი საბადოს აღმოჩენა  რუსული გაზის გაიაფების შესაძლებლობას იძლევა.

 

დენმეზმა ასევე განაცხადა, რომ ამ საბადოდან გაზის მოპოვება სამომხმარებლო ტარიფებს და გაზის იმპორტზე დანახარჯებს შეამცირებს.

 

თურქეთის ფინანსთა მინისტრის ბერატ ალბაირაკის თქმით, ახალ პირობებში ქვეყანას იმპორტირებული გაზის ღირებულების 30%-ით შემცირების შანსი ეძლევა.


 

თუმცა, რუსი ექსპერტები ამ საკითხს სულ სხვანაირად უყურებენ - ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ექსპერტის იგორ იუშკოვის აზრით, აღმოჩენილი საბადოს როლი აშკარად გადაჭარბებულია.

 

„თურქები ბუზს სპილოდ აქცევენ. საბადო არც თუ ისე მსხვილია და რეალურად შესაძლოა გაცილებით უფრო მცირე აღმოჩნდეს. დღეს მისი დამუშავება რომც დაიწყოს, საბადოს ამუშავებას მინიმუმ 5-7 წელი დასჭირდება. გაზზე დღევანდელი, ისედაც დაბალი ფასების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული,  საბადოს დამუშავებაზე უარი თავად ანკარამ თქვას“ - მიიჩნევს ის,

 

ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე ეს საკითხია სრულიად თეორიულია. ანკარას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებაც კი არ შეუდგენია, რომელიც პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობას დაადასტურებდა.

 

თუმცა, იუშკოვის აზრით, ამის მიუხედავად, თურქეთს რუსული გაზის ფასის შემცირებისთვის გარკვეული ბერკეტები მაინც აქვს, პირველ რიგში ეს აზერბაიჯანული გაზია, რომელსაც ის ტრანსაანატოლიური გაზსადენით მიიღებს. მეორე ფაქტორია თხევადი გაზის ბაზრის სწრაფი ზრდა მთელს მსოფლიოში.

 

„თურქეთმა რუსულ გაზზე ფასის დაგდება რამდენიმეჯერ უკვე მოახერხა. მაგალითად,  2010 და 2014 წლებში რუსეთმა თურქეთისთვის გაზი მართლაც გააიაფა. დღევანდელი ვითარებაში, როდესაც ენერგომატარებლების საერთაშორისო ფასები რეკორდულად დაბალ დონეზეა, შესაძლოა მოსკოვმა მართლაც გაიზიაროს ანკარის პოზიცია“ - თვლის იუშკოვი.

 

ბოლო პერიოდში თურქეთში რუსული გაზის მიწოდება მკვეთრად შემცირდა. ქვეყნის ენერგობაზრის მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსული გაზის იმპორტი 41,5% შემცირდა.

 

შემცირების მიზეზი რუსული გაზის უფრო მაღალი ფასია სხვა წყაროებთან შედარებით.

 

თურქეთის ნავთობის და გაზის მოხმარების 90% იმპორტზე მოდის. ქვეყნის ხარჯები ენერგომატარებლების იმპორტზე წელიწადში 40-45 მლრდ. დოლარს შეადგენს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up