Al Jazeera: ნავთობი 100 დოლარად - ახლო მომავალი თუ ფანტაზია?

Al Jazeera: ნავთობი 100 დოლარად - ახლო მომავალი თუ ფანტაზია?

access_time2020-07-05 14:30:16

ბოლო კვირების მანძილზე ნავთობის ფასი იზრდება და ბარელზე 40 დოლარს უკვე გადასცდა - ეს საუკეთესო მაჩვენებელია მარტში და აპრილში ნავთობის კატასტროფული გაიაფების შემდეგ.

 

ანალიტიკური სააგენტო OilPrice-ის მიმომხილველის ალექს კიმანის აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია, და ნავთობის ღირებულება მომავალში წარმოუდგენლად გაიზრდება. ასევე  JPMorgan-ის მიმომხილველები თავიანთ წინასწარ პროგნოზს ადასტურებენ - ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს.

 

მეტიც, ინვესტბანკის ნავთობ-გაზის კვლევათა დეპარტამენტის დირექტორმა კრისტიან მალეკმა ნავთობის გაძვირება 190 დოლარამდე ივარაუდა - მისი თქმით, დღეს ნავთობკომპანიები დაბალი მოთხოვნის გამო კაპიტალდაბანდებებს, და ახალი საბადოების ამუშავებაში დანახარჯებს ამცირებენ.

 

შესაბამისად, პანდემიის დასრულების და ეკონომიკის აღდგენის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნება. ეს პროცესი 2022 წელს დაიწყება, და თუ მომპოვებელი ქვეყნები დღეს არსებულ კურსს შეინარჩუნებენ, 2025 წლისთვის დეფიციტი დღე-ღამეში 6,8 მლნ. ბარელს მიაღწევს.

 

პანდემიის დროს შავი ოქრო კატასტროფულად გაიაფდა, ამიტომაც, მაგალითად, შტატებში ნავთობკომპანიებმა 2020 წელს კაპიტალური ხარჯები 85 მლრდ. დოლარით შეამცირეს, და ეს პროცესი სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებშიც მიმდინარეობს. დღეს, მოხმარების კატასტროფული ვარდნის პირობებში, ეს პრობლემა არაა, თუმცა, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში დეფიციტი გარდაუვალია.

 

ეს არ არიას უახლოესი თვეების პერსპექტივა - პირიქით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი მერყეობა მსოფლიო ეკონომიკის არამდგრად მდგომარეობაზე, და შესაბამისად, საწვავზე დაბალ მოთხოვნაზე მეტყველებს.

 


უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ბაზრის მონაწილეთა შორის კონკურენციის გამწვავებამდე სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება. სადღეისოდ, ამერიკის ფიკალის ინდუსტრიის ჩამოშლა მომგებიანია  რუსეთის და საუდის არაბეთისთვის, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მათთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

 

ამერიკელი პოლიტიკოსები ნავთობის ფასების ვარდნის და ფიკალის ინდუსტრიის ნგრევის პირამდე მისვლის გამო საუდის არაბეთის წინაამღდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები მოსკოვს, და იაფი ნავთობი რუსულ ეკონომიკის სისუსტეს ამერიკული შეზღუდვების წინაშე კიდევ უფრო ზრდის.

 

თანაც, ისიცაა გასათვალისწინებელია, რომ საუდის არაბეთის ბიუჯეტის მთლიანად დაბალანსებისთვის ნავთობის ფასი 80 დოლარის მიდამოებში უნდა იყოს.

 

ასე რომ, რუსების და საუდელების სიხარული ფიკალის ამერიკული ინდუსტრიის ჩამოშლის გამო, შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს.

 

აშკარაა, რომ ნავთობის ფასი ვერ იქნება ისეთივე დაბალი, როგორც ის დღესაა, რადგანაც არსებული ვითარება გამოწვეულია არა ფუნდამენტალური ეკონომიკური ფაქტორებით, ან ალტერნატიული ენერგეტიკის არნახული ზრდით, არამედ  პანდემიით და მსოფლიო ეკონომიკის გაჩერებით.

 

აპრილში შავი ოქრის ფასი უარყოფთ მაჩვენებლამდეც კი ჩამოიშალა, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა - ნავთობი ზედმეტად ფასიანი რესურსია იმისთვის, რომ ის წამგებიანი დიდი ხნით გახდეს.

 

თუმცა, ისიც აშკარაა, რომ კრიზისიდან ეკონომიკის გამოსვლის ვადები და ტემპები არავინ იცის - ვარაუდები ნავთობის დეფიციტის წარმოქმნაზე 2022 წელს შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს.

 

დღეს კაცობრიობა კორონავირუსის შემოტევის მეორე ტალღის ტალღის მოლოდინშია, რომლის ხანგძლიობა და სავარაუდო სიმძიმე - სრულიად ბუნდოვანია.

 

ასე რომ შესაძლოა, ნავთობი მართლაც გაძვირდეს 100 დოლარამდე, თუმცა, ალბათ, დღეს და ხვალ ეს არ მოხდება.

 

 


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up