Al Jazeera: გახდება თუ არა თურქეთი რუსეთის კონკურენტი გაზის ბაზარზე?

Al Jazeera: გახდება თუ არა თურქეთი რუსეთის კონკურენტი გაზის ბაზარზე?

access_time2020-08-31 18:00:14

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში გაზის ახალი მსხვილი საბადოს აღმოჩენის შემდეგ, თურქეთი რუსული გაზის შესყიდვებს შეამცირებს, რაც გაზსადენთურქული ნაკადი“- ფუნქციონირებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

 

ახლახანს აღმოჩენილი საბადო  რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვართან მდებარეობს. წინასწარი შეფასებებით, მარაგები 320 მლრდ. კუბურ მეტრს შეადგენს და ანკარა დაზვერვით სამუშაოებს ამ რეგიონში კვლავაც გააგრძელებს.

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს რეალურად არსებული მარაგების მხოლოდ ნაწილია.

 

დღემდე თურქეთი გაზის უმსხვილესი იმპორტიორი იყო, მათ შორის რუსეთიდან. არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩენილი საბადოების მარაგები 800 მლრდ.-დან 26 ტრილიონამდე მერყეობა. ეს რაოდენობა კი 20 წლის მანძილზე ქვეყნის დამოუკიდებელი გაზმომარაგებისთვის სრულიად საკმარისი იქნება.

 

სწორედ ამიტომ, შესაძლოა რუსული გაზის მიწოდება თურქეთისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

 

საკონსულტაციო კომპანია Merkel Energy-ს დირექტორის კრისტოფ მერკელის თქმით, მას შესაძლო ახალი განვითარება არ გაუკვირდება - კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორც უკრაინა, ბულგარეთი და საბერძნეთი შესაძლოა თურქული გაზის შეძენით დაინტერესდნენ, თუკი თურქეთი მის გაყიდვას გადაწყვეტს. ეს კი „თურქული ნაკადი“-ს დატვირთულობას კიდევ უფრო შეამცირებს.


 

თუმცა, არის განსხვავებული აზრიც - კერძოდ, პანდემიამ მინიმუმამდე შეამცირა გაზის ღირებულება. ჯერ ბოლომდე გასაგები არაა, რამდენად მომგებიანი იქნება თურქეთში ახალი საბადოს ამუშავება.

 

რუსი ექსპერტის იგორი უიშკოვის თქმით, საბადოს რენტაბელურობას მხოლოდ შესაბამისი აუდიტი დაადგენს, თუმცა, მისი აზრით, მარაგები არც ისეთი დიდია, რომ თურქეთი მთლიანად თვითუზრუნველყოფაზე გადავიდეს.

 

შავი ზღვის სიღრმის და მოპოვების მაღალი თვითღირებულების პირობებში საკამათოა, რა არის თურქეთისთვის უფრო მომგებიანი - საბადოს დამუშავება, თუ გაზის იმპორტის გაგრძელება?

 

იუშკოვის აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში თურქეთში რუსული გაზის ექსპორტს არაფერი ემუქრება - საბადოებიდან გაზის მოპოვებაც რომ დაიწყოს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, განსაკუთრებით კი, მის სრული სიმძლავრით ამუშავებას.

 

დღეს რუსეთს სულ სხვა სირთულეები აქვს - ისეთები, როგორც ანკარის მიერ გაზის ალტერნატიულ ბაზრებზე შესყიდვა და დაბალი ფასები, რაც თურქეთს დიდი რაოდენობით იაფი თხევადი გაზის ყიდვის საშუალებას აძლევს.

 

თურქულ ნაკად“-საც არაფერი ემუქრება, რადგანაც დიდი საბადოების აღმოჩენა მათ სწრაფად ამუშავებას არ ნიშნავს. მაგალითად, პოლონეთში რამდენიმე წლის ფიკალის გაზის დიდი საბადო იქნა აღმოჩენილი, მაგრამ მოპოვება ჯერაც არ დაწყებულა. შესაძლოა, თურქეთშიც იგივე განმეორდეს და გაზის მოპოვების დაწყებას 6-7 წელი დასჭირდეს“ - მიიჩნევს იუშკოვი.

 

ახალი საბადოს აღმოჩენით თურქეთი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ სარგებელს მიიღებს, რაც მას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას, და შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაში მოქმედებების მეტ თავისუფლებას მისცემს.

 

Al Jazeera.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up