​აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვეს

​აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვეს

access_time2020-02-02 16:15:07

აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვეს. ფულადი ჯარიმები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ განისაზღვრება, რომელიც „აკვაკულტურის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკვაკულტურის საქმიანობა ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევა კი – 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება ისიც, რომ კანონის სხვა მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

აკვაკულტურის თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 3 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოხია და დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.


1tv




6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up