აკუსტიკურ ხმაურზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

აკუსტიკურ ხმაურზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

access_time2020-07-13 13:27:36

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებლებმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხება.

 

ოხანაშვილის თქმით, მოსახლეობა პარლამენტს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე ჯარიმების გზარდას სთავაზობს.

 

„ეს არის წარმოდგენილი წინადადების სახით, კანონპროექტის სახით არ არის და წიდადადების ავტორები გვთავაზობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების ქონებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდას. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილის განმარტებით, თბილისის მერია აღნიშნული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობს.

 

თუმცა, მისივე შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებიც სამწუხაროდ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს.

 

„ამიტომ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიცია გექნებათ. საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ წინადადებას, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების, კერძოდ, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრებ პირთა ინტერესებში, რომ მათ დავეხმაროთ და სანქციები გაიზარდოს. როგორ გაიზრდება სანქციები, ამაზე უკვე კანონპროექტის დაინიცირების პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მოსახლეობის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ შეგვიძლია კომიტეტის, ყველას სახელით, დავეთანხმოთ ამ წინადედაბას და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ დავაინიცირებთ ამას პროექტის სახით. აქ საუბარია განმეორებით ჩადენაზე ამასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს სანქციები. ჩვენ მერიასთანაც გვექნება დამატებითი კონსულტაცია და კანონპროექტის სახით შეგვეძლება უკვე დავაინიციროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


 

ამასთან, პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ ბარებს არ უნდა შეეხოს.

 

„ნამდვილად, ეს უკვე გახდა დიდი პრობლემა თბილისში, თუნდაც ახალგაზრდები იკრიბებიან, ხმაურია, გინება, ბავშვები არიან სახლში, რესტორნებია, ეს გახდა პრობლემა და ალბათ ამაზე საჭიროა ნორმალური კანონპროექტის შემუშავება და მიღება“, – განაცხადა ისკო დასენმა.

 

თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია, გადაიხედოს სანქცია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე.

 

„რადგან საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია, გავიზიაროთ ეს წინადადება იდეის დონეზე. მიზანშეწონილია, გადაიხედოს სანქცია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, რათა ჩვენი საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ.

 

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ, ხოლო შემდეგ, როცა კანონპროექტს დავაინიცირებთ, დეტალურად ვიმსჯელოთ, როგორი ფორმით მოხდება და როგორი იქნება სანქცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

გარდა ამისა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას.

 

„ერთი შეკითხვა მაქვს, ჩვენ გვინდა, რომ განმეორებით შემთხვევაზე დავაწესოთ უფრო დიდი ჯარიმა, მაგრამ რამდენად ეფექტურია და ხშირია პირველი დაჯარიმებები, რადგან ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული. უნდა დაუმტკიცო ადამიანს, რომ ის აცილებს დადგენილ ზღვრებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა მერიის წარმომადგენელმაც და განაცხადა, რომ წინადადება საინტერესოა, ამ მიმართულებით მერიაც მუშაობს და პარლამენტს ვერსიას წარუდგენს.

 

„ბატონმა ანრიმ მხოლოდ ორი ქუჩა დაასახელა, რადგან წინადადების ავტორები ესენი არიან, თუმცა აღნიშნული პრობლემა თბილისის მასშტაბით უფრო ფართოდ დგას და მეტ ლოკაციებს მოიცავს. თვითონ რაოდენობა არ არის მცირე, საკმაოდ ხშირია და ბევრია დაჯარიმებების რაოდენობა, მათ შორის საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხდება ერთი და იგივე სუბიექტის დაჯარიმება. ეს აიხსნება იმით, რომ, როგორც ჩანს, არსებული ჯარიმა პირველად შემთხვევაში პრევენციას არ ახდენს. ვერ ახდენს, რადგან დაბალია, მცირეა, თუ არ ვცდები, 100 ლარია. ზუსტად არ მახსოვს სანქცია. პრევენციას არ ახდენს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი არის ერთი და იგივე პირის დაჯარიმება. როგორც ჩანს, მისთვის ეს არ წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას.

 

ჩვენ როცა ვფიქრობდით ამ თემაზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვეთანხმებით სანქციების გამკაცრებას, არა მარტო განმეორების შემთხვევაში, პირველივე ქმედების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ გადასახედია სანქციები. მათ შორის ყურადღებაა მისაქცევი არა მარტო აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვარის დონის დარღვევაზე, მათ შორის განთავსების წესზეც.

 

თვითონ აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი აპარატურა რაც არის, მათი განთავსების წესების დარღვევა არის ხშირად გამოვლენილი. ამ მიმართულებითაც თუ გამახვილდება თქვენი ყურადღება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს საკითხი სრულად მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up