აკრძალვის მიუხედავად Google მომხმარებლების გადაადგილებას მაინც უთვალთვალებს

აკრძალვის მიუხედავად Google მომხმარებლების გადაადგილებას მაინც უთვალთვალებს

access_time2018-08-13 20:15:33

აკრძალვის მიუხედავად Google-ი მომხმარებლების გადაადგილებას მაინც უთვალთვალებს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ Google-ის ბევრი სერვისი Android-სა და iPhone-ზე მომხმარებლების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ინახავს, იმის მიუხედავად, გამორთულია თუ არა ადგილმდებარეობის ისტორია კონფიდენციალობის პარამეტრებში.

 

Google-ი წინასწარ სთხოვს მომხმარებელს თანხმობას იმაზე, რომ აპლიკაციამ, მაგალითად, Google Maps-მა გეოლოკაცია გამოიყენოს. Google-ის მხარდაჭერის გვერდზე ნათქვამია, რომ მომხმარებლები მისი გათიშვით „ბლოკავენ ადგილმდებარეობის მონაცემებთან წვდომას ყველა აპლიკაციისთვის“.

 


Associated Press-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს სიმართლე არ არის. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მას შემდეგ რაც მომხმარებლებმა გადაადგილების ისტორია გათიშეს, მაგრამ არ შეცვალეს აპლიკაციების და ვებ-ძიების პარამეტრების ისტორია, Google-ის ზოგიერთი სერვისი განაგრძობს ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების შენახვას. კერძოდ, კომპანია იყენებს გეოლკაციას, როდესაც მომხმარებელი Google Maps-ს, საძიებო ველს ან Android-ზე ამინდის აპლიკაციას ხსნის.

 

პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჟურნალისტების დასკვნები დაადასტურეს.

 

2017 წლის ნოემბერში Quartz-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მობილური ტელეფონების Android-ის საოპეერაციო სისტემით, ფონურ რეჟიმში აგროვებს მონაცემებს უახლოესი მობილური კავშირგაბმულობის ანძებიდან და ამ ინფორმაციას Google-ში აგზავნის. მონაცემებს აგროვებენ მათ შორის ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიდანაც SIM-კარტა ამოღებულია და გათიშული აქვს გეოლოკაცია.

 

Google-ის მიერ მომხარებლების მონაცემების შენახვის შესახებ ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


თეგები:
Google



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up