„აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება“  -  სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება

„აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება“ - სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება

access_time2021-11-23 12:00:56

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას კიდევ ერთხელ ცდის. გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება და რეკლამის შეზღუდვა არ გამოუვიდათ, ჯერი ახლა ირაკლი ღარიბაშვილზეა.  წინამორბედი პრემიერებისგან განსხვავებით ღარიბაშვილი უფრო რადიკალური აღმოჩნდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდასთან და რეკლამის აკრძალვასთან ერთად მომხმარებლების ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევა იგეგმება. მეორე ეტაპი სათამაშო ბიზნესისთვის უმკაცრესი იქნება, ღარიბაშვილს უნდა რომ ონლაინ კაზინოები სრულად აკრძალოს. 

 


მთავრობის ორშაბათის სხდომაზე გაკეთებული ეს განცხადება სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვიყვება, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობას ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იგი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ხისტს უწოდებს და ამბობს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის.



„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სათამაშო სექტორი ეფექტურად რეგულირდება და არის გამჭვირვალე, პრემიერის ინიციატივა მოულოდნელი იყო. ყველა ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია აზარტული თამაშების კომპანიების ნებისმიერ მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგულატორებთან Random Systems-თან, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, აქტიურად ვთანამშრომლობთ, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია. თუმცა, ვახდენთ ინფორმაციის მოძიებას, რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი ხისტი გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ აზარტული ბიზნესი უნდა იყოს ლოიალური და არა აკრძალული, რადგან რეალიზაცია გაძლევს საშუალებას ბიზნესი აკონტროლო. საქართველოს კანონმდებლობა დახვეწილია და მორგებულია როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესის ინტერესებზე. რეგულაციები მკვეთრადაა გაწერილი განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ცვლილებების შემდეგ, რა დროსაც მთლიანად შეიცვალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების კანონი“, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

 



გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესი ყოველთვის ღია იყო კონსულტაციებისთვის. მისი თქმით, ბიზნესი დღესაც მზად არის მთავრობასთან შევიდეთ დისკუსიაში, რათა გაიგონ, რა პრინციპებს ემსახურება ცვლილებები. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტს გაეცნობიან, ეცდებიან მთავრობა დაარწმუნონ იმაში, რომ რეგულაციები უნდა იყოს სწორი და არა ხისტი. გიორგი მამულაიშვილი გვიყვება, რომ თუნდაც 25 წლამდე პირების თამაშის აკრძალვა ეკონომიკური და  სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს, რა დროსაც თამაში უცხოურ საიტებზე გადაინაცვლებს რაც სიტუაციას უკონტროლოს გახდის. საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ლეგალურ სათამაშო ბიზნესს უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე არალეგალურს.

 


„გვინდა მთავრობის აზრი გავიგოთ, რას ემსახურება კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება და ავუხსნათ, რას გამოიწვევს აკრძალვა და ასაკის ზღვრის აწევა. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში არსად მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. თუ იაპონიის და საფრანგეთის მაგალითს ავიღებთ, ამ ქვეყნებში პირიქით, ასაკის ზღვრის დაწევა მოხდა. მეზობელი უკრაინა მივიდა იმ აზრამდე, რომ ლეგალიზაცია სწორი ნაბიჯია, ასევე ბოლო პერიოდში სათამაშო ბიზნესი ლეგალური ბელარუსმა, ნიდერლანდებმა და გერმანიამ გახდეს. აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. სახელმწიფო ვერ მიაღწევს იმ სასურველ შედეგს, რისი მიღწევაც უნდა. აკრძალვა გამოიწვევს ბაზარზე უკონტროლობას, კრიმინალის მატებას და შავის ფულის ტრიალს. ამას ბევრი უარყოფით ფაქტორი აქვს. ბიუჯეტი დაკარგავს ნახევარ მილიარდს, ასევე დაკარგავს 11 000 სამუშო ადგილს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში თავის წვლილი შეაქვს. ბიუჯეტი ასევე დაკარგავს სათამაშო ბიზნესზე მიბმული ბიზნესებიდან მიღებულ შემოსავალს. დღესდღეობით სათამაშო ბიზნესი წილი ტურიზმში არის 7%. პლუს ამას ინვესტიციები, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს სხვა ბიზნესებში — ეს არის საკმაოდ მსხვილი კონტრიბუცია. მაგალითად 2018 წელს განხორციელებული იყო 72 მლნ ლარამდე ინვესტიცია, 2019 წელს იყოს 27 მლნ, 2020 წელს 31 მლნ. ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები შემოვიდნენ და იგეგმება სხვა ინვესტორების შემოსვლაც, ეს ინვესტიციები შეიძლება დაიკარგოს, რაც ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება“, - განმარტავს გიორგი მამულაიშვილი. 

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან-წლამდე იზრდება. პროცესი ვერც პანდემიამ შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით დარგი პირველ ადგილზე გავიდა, მასზე მეტი - 40.6 მლრდ-იანი ბრუნვა კი მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა. 2010 წელს სათამაშო ბიზნესი ბრუნვა მხოლოდ 143.5 მლნ ლარს შეადგენდა, მთელი ბიზნესის - 24.4 მლრდ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წელიწადში ქვეყანაში არსებული ბიზნესების ჯამური ბრუნვა 349%-ით, ცალკე აღებული სათამაშო ბიზნესის ბრუნვა კი 22 000%-ით გაიზარდა.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up