აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

access_time2019-11-22 18:15:11

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს.


როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად.


„ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც აუცილებლად გააღრმავებს საზოგადოებაში დაპირიპისრებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებზე, არამედ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე. ​გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემას, რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.




1tv.ge





access_time2020-04-01 15:30:51

"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...


მსგავსი სიახლეები

up