აკაკი ზოიძე: უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ დონეზე მთავრობის და მთლიანად სახელმწიფოს მობილიზაციას და ეფექტიან კოორდინაციას, ასე გააგრძელეთ

აკაკი ზოიძე: უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ დონეზე მთავრობის და მთლიანად სახელმწიფოს მობილიზაციას და ეფექტიან კოორდინაციას, ასე გააგრძელეთ

access_time2020-03-31 19:50:42

,,განცვიფრებული  და იმავდროულად აღტაცებული ვარ საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე ძალიან დროული, ადექვატური და რაც მთავარია კარგად კოორდინირებული ზომებით მივიღეთ და დათრგუნული ვარ აშშ-ს რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მიიღეს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი ფაქტორით და ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირებით, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორედ შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე.

 

,,აბსოლუტურად განცვიფრებული და იმავდროულად დათრგუნული ვარ აშშ-ს რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მიიღეს ძალიან დაგვიანებული და ხშირად ფედერალურ დონეზე არაკოორდინირებული ქმედებებით.  სამწუხაროდ, ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომლის პანდემიისადმი მზადყოფნის ინდექსი - 83 იყო ყველაზე მაღალი მსოფლიოში და რომელსაც გააჩნია ყველაზე მეტი რესურსი, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის ინდუსტრიიდან დაწყებული, უმძლავრესი ეკონომიკით და სამხედრო /საგანგებო ინფრასტრუქტურით დამთავრებული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ გაიარა უმთავრესი ტესტი - რეალური პანდემიით.  ასევე განცვიფრებული ვარ და იმავდროულად, მოულოდნელად და ჩემდაუნებურად აღტაცებული საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მივიღეთ ძალიან დროული, ადექვატური და რაც მთავარია კარგად კოორდინირებული ზომებით და აშშ-სთან შედარებით განუზომლად უფრო მცირე რესურსებით (ალბათ ეს მკვეთრი კონტრასტი მხოლოდ ინტელექტუალურ რესურსებს არ ეხება). ეს კონტრასტი იმიტომაც არის გასაოცარი, რომ ზუსტად ვიცი თუ ბიოლოგიურ საფრთხეებზე და პანდემიებზე რეაგირების რაოდენ მძლავრი სისტემა გააჩნია აშშ-ს, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა ასეთივე სისტემის შექმნაში ჩვენთან, რომლის ნაწილიცაა ეხლა უკვე ბევრისთვის ცნობილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის ლუგარის ლაბორატორიით”,- წერს აკაკი ზოიძე.


ექსპერტი აკეთებს დასკვნას, რომლის თანახმადაც ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირებით, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორედ შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე და უკიდურესად არაეფექტიანი და წინააღმდეგობრივი რეაგირებით აშშ-ს ფედერალურ დონეზე, რომლის მიზეზიც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს დააკვირდებით ამ პანდემიათან დაკავშირებით.

 

,,შესაბამისად, მხოლოდ რესურსები, ტექნოლოგიები, ფული და ინტელექტი და ექსპერტიზაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ უდიდეს გამოწვევას, რასაც მთელი კაცობრიობისთვის წარმოადგენს COVID 19. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ დონეზე მთავრობის და მთლიანად სახელმწიფოს მობილიზაციას და ეფექტიან კოორდინაციას. ამიტომ, თუ შეიძლება ასე გააგრძელეთ , ჯერ წინ მთავარი გამოცდაა“,- წერს აკაკი ზოიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up