აკაკი ზოიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 100 მილიონამდე ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი

აკაკი ზოიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 100 მილიონამდე ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი

access_time2016-09-14 10:30:48

„ქართულმა ოცნებამ" ჯანდაცვის სისტემის საგრძნობლად გაუმჯობესება შეძლო და ეს მისთვის ამ გუნდის ყველაზე დიდი მიღწევაა - ამის შესახებ   „ქართული ოცნების" ახალმა სახემ, პარტიის საარჩევნო სიის წევრმა აკაკი ზოიძემ რადიო „კომერსანტის" ეთერში ვახო სანაიას საავტორო გადაცემა „სოციალურ პოლიტიკაში" განაცხადა. რას ფიქრობს ქართული ოცნების 4 წლიან საქმიანობაზე და სიახლეებია საარჩევნო პროგრამაში აკაკი ზოიძის ინტერვიდან შეიტყობთ


- რამდენად მძიმე ტვირთად აწევს დღეს ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს ის დაპირებები, რომელიც 2012 წელს იქნა გაცემული - დღეს, როდესაც ამომრჩეველთან გიწევთ ურთიერთობა გიქმით თუ არა ეს სერიოზულ სირთულეებს?


- ორად გავყოთ. პირველი დაპირებები, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ გაიცა და მის პროგრამაში იყო. ამ დაპირებების დაახლოებით 90%-ი შესრულებულია. რაც შეეხება მეორეს, ანუ იმ ინდივიდუალურ დაპირებებს, რომლებსაც შეხვედრების დროს კოალიციის ცალკეული წარმომადგენლები გასცემდნენ სწორედ ესაა ის დაპირებები, რომელიც ეთერებში ტრიალებს და საუბარია იმაზე, რომ გარკვეულწილად დაპირებები არ შესრულდა. მიმაჩნია, რომ ზოგ შემთხვევაში ცალკეული წარმომადგენლების მიერ ზედმეტი დაპირებები გაიცა, იმ დროისთვის ქართველი ხალხისთვის ერთი დაპირება აბსოლუტურად მისაღები იყო.


- როდესაც ამომრჩეველს უთხრეს, რომ მე-4 წელიწადი კარგი იქნებოდა, როგორია მისთვის ეს მეოთხე წელი?


- ამ შემთხვევაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ მქონდა. მეც ამ პროცესებს გარედან ვაკვირდებოდი. ამ გუნდს რამდენიმე თვის წინ შევუერთდი. მე მათში დავინახე ის, რომ განსხვავებით წინა მთავრობებისგან მათ მთავარი დაპირების შესრულება შეძლეს. დღეს არცერთი ადამიანი უფულობის გამო არ ინვალიდდება, ან არ კვდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა შემოღებული. ეს უზარმაზარი მიღწევაა, რომელსაც შემდგომი სრულყოფა სჭირდება. ასევე იყო ზეპირი დაპირება, რომ 220 ლარი უნდა ყოფილიყო პენსია, დღეს მაღალმთიან რეგიონებში 216 ლარია პენსია. მთლიანობაში პენსია 80%-ით გაიზარდა.



- მინიშნება იყო იმაზეც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვას მოდიფიცირება დასჭირდება, სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ. შეგიძლიათ გვითხრათ საყოველთაო ჯანდაცვა რა ნაწილში შენარჩუნდება და სად განიცდის ის მომავალში ცვლილებას?


- რაც შეეხება ჯანდაცვას, კატასტროფული გამაღარიბებელი ხარჯებისგან აბსოლუტურად ყველა მოქალაქე დაცული იქნება. საუბარია იმაზე, რომ კერძოდ დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის ჯგუფის გამიჯვნა უნდა მოხდეს. ამ და სხავადასხვა ცვლილებებით ას მილიონამდე ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი. მეორე სიახლე რომელიც პროგრამაში იქნება ეს მედიკამენტების ანაზღაურებაა. ამით ჩვენ ძალიან ბევრ მოქალაქეს დავიცავთ, მათ შორის პენსიონრებს.


- როდის დაიწყება ის საპენსიო რეფორმა, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ყველა პოლიტიკური ძალა ჰპირდება?


- ამ დაპირებების შეჯიბრება ყველას კარგად გვესმის. ჩვენ პროგრამაში კონკრეტული ციფრი პენსიასთან მიმართებაში ჩადებული არ არის. ჩვენ ვპირდებით და ვიღებთ ვალდებულებას, რომ პენსიის გაზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდეს. დაგროვებითი სისტემით 20 წლის შემდეგ დღევანდელ საარსებო მინიმუმზე 4-ჯერ მეტ პენსიას მიირებთ.


- ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2007 წელს გვქონდა, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ მიუხედავად ამისა მოსახლეობის ზოგადი სოციალური მგომარეობა არსებითად არ იცვლებოდა, აქ გარღვევას როგორ აპირებთ? მხოლოდ ეკონომიკური ზრდა ამ ყველაფრის შესაცვლელად საკმარისია?


- „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში რაღაც მომენტში სიღარიბე გაიზარდა, იმიტომ, რომ ეკონომიკის არათანასწორი განვითარება ხდებოდა. ფაქტია, რომ როდესაც ეკონომიკას ვალებსა და მოზიდულ სასიცოცხლო ვალდებულებებით ავითარებ, მაშინ ასეთი მდგომარეობა არავის უკვირს. ამ დროს ეკონომიკური ზრდის პარალელურად სოციალური უთანასწორობა იზრდება. დღეს განსხვავება არის ის, რომ უნდა გადავანაწილოთ ეკონომიკური ზრდის შედეგები მოსახლეობის შესაბამის ფენებზე.

 




გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და მათ შერბილებას ველოდებით“

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და  მათ შერბილებას ველოდებით“
access_time2019-10-23 13:30:53
...


მსგავსი სიახლეები

up