აკაკი ზოიძე: „საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა 3%-ს არ აღემატება, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია“

აკაკი ზოიძე: „საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა 3%-ს არ აღემატება, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია“

access_time2017-10-19 10:20:01

2018 წლის პირველი იანვრიდან „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონი ამოქმედდება. წლის დასაწყისიდან სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების დატანა სავალდებულო იქნება. 2018 წლის 1–ელ მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში. ასევე დახურულ სივრცეში აიკრძალდება ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც. კანონით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც, ეს რეგულაციაც 2018 წლის 1–ლი მაისიდან შედის ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.

 

ექსპერტები კანონის ამოქმედებას სამუშაო ადგილების შესაძლო შემცირებასა და კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობას ზრდას უკავშირებენ. რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ექსპეტრებს პასუხობს და მათ პოზიციას არ იზიარებს.

 

 „მე არ ვიცი ექსპერტები რის საფუძველზე საუბრობენ, რა მტკიცებულება აქვთ, რომ ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან რაიმე ზიანს მოუტანს ქვეყანას, პირიქით. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია კანონის მიღების პროცესში, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ  შეაგროვა კაცობრიობის მტერთან ბრძოლისთვის, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია ქვია. ახლა თამბაქოს ინდუსტრია შეფარული მეთოდებით ცდილობს ეს მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამ მიმართულებით არც ჩვენი ქვეყანა არ არის გამონაკლისი. ყველა ქვეყანაში ამბობენ ექსპეტები, რომ აქციზის გაზრდით კონტრაბანდა გაიზრდება, მოხდება უბედურება. ჯიხურები უნდა მოცილდეს გზიდან და ტროტუარის მხარეს გაყიდონ რამდენიც უნდათ, არანაირ სამუშაო ადგილების დაკარგვაზე საუბარი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად გათვლილი კანონმდებლობა გვაქვს, რომელზეც ფისკალური თუ ეკონომიკური ეფექტი ზედმიწევნითაა შეფასებული მთელი მსოფლიოს გამოცდილების მიხედვით“,-ამბობს აკაკი ზოიძე.

 

ამასთან, უმრავლესობის წევრის მტკიცებით, კონტრაბანდის ზრდა უმნიშვნელოა. „კონტრაბანდა ჩვენთან არ აღემატება 3%-ს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია, ამავე დროს 150%-ით არის აქციზიდან გაზრდილი შემოსავალი ბიუჯეტში. ეს შემოსავალი საკმაოდ აჭარბებს იმ თანხას, რაც შეიძლება იხარჯებოდეს კონტრაბანდაზე. პრობლემა ამ შემთხვევაში ის არის, რომ სომხეთმა არ გაზარდა აქციზი და პრაქტიკულად, ჩვენთან აწარმოებს სავაჭრო სამკუთხედს. გასაგებია, ისინი საკუთარ ინტერესებს იცავენ.  საქართველოში სიგარეტის ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში და თუნდაც თურქეთში, – განაცხადა ზოიძემ.

 


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებითვე, თამბაქოს მოხმარების 25%-იანი შემცირება, რაზეც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა ფილტრიანი სიგარეტის მოხმარებას ეხება. პრობლემა რაც არის, ეს ეხება უფილტრო სიგარეტს, ჩვენთან უბრალოდ მოხდა ფილტრიანი სიგარეტის მოხმარების შემცირება, ეს არის მონაცემი, რომელზეც ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.

  

„ზოგადად, აქციზის ზრდამ თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 3-4%–ით უნდა შეამციროს, 25% – რაზეც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, საკმაოდ მაღალი ციფრია. მაგრამ კანონმდებლობა, გარდა აქციზისა, უპირველეს ყოვლისა სხვა რამეს ეხება, ეს არის მეორადი მოწევის შემცირება. ანუ იმ ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის შემცირება, რომელმაც გადაწყვიტა ჯანსაღი წესით ცხოვრების დაწყება. 2018 წელს ფინანსთა სამინისტრო უფრო მეტით ელოდება მოხმარების შემცირებას, მაგრამ მე არ მაქვს ამის იმედი, რომ აქციზის მომატება ამდენად აისახება. გარდა ამისა, აუცილებლად შემცირდება გულის შეტევების რიცხვი, იმის გამო, რომ 1-ლი მაისიდან მეორადი მოწევა აღარ იქნება შესაძლებელი. სიგარ-ბარები იქნება დაშვებული და ლიცენზიით შეეძლებათ ოპერირება, ეს გავრცელებული პრაქტიკაა. რაც შეეხება ჩილიმ-ბარების ლიცენზიას, მისი გაცემის შემთხვევაში ყველა მოისურვებს ამ ლიცენზიით ქვეშ ყოფნას, ყველა რესტორანი უცებ გადაიქცეოდა ჩილიმ-ბარად“,-ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ “კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი უკვე 48 საქმეა აღძრული. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 23 პირის მიმართ, 2017 წელს კი 60 პირის.

 

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი 494 320 კოლოფი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 200 000- ზე მეტი კოლოფი სიგარეტის ამოღება, საბაჟო წესების დარღვევით, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობისას მოხდა.

 

 

კომერსანტი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up