„აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს“

„აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს“

access_time2019-03-06 20:00:48

“აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს” – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის ეხმიანება თამბაქოზე აქციზის ზრდას და მის გავლენას მწეველთა რაოდენობის შემცირებასა და საქართველოს ეკონომიკაზე.


“ეს ადამიანი ეკონომიკას კლავს

მოკლედ შევაჯამოთ რა შედეგები მოგვიტანა თამბაქოს შესახებ კანონმა და თამბაქოს მუდმივმა გაძვირებამ.


1) თამბაქოზე აქციზის ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ის მცირედით პერმანენტულად იზრდებოდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულება ერთბაშად 0.60 ლარით გაიზარდა. ამ აქციით მთავრობა „2 კურდღლის“ ერთად დაჭერას შეეცადა. კერძოდ კი აქციზის კოლოსალური ზრდით ცდილობდნენ თამბაქოს მოხმარება შეემცირებინათ, რაც თავის მხრივ უტოპიაა, ხოლო მეორე მხრივ აქციზის გაზრდით ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ელოდნენ. რითაც იმხანად ბიუჯეტში 500 მლნ -ნი დეფიციტი უნდა დაებალანსებინათ, რომელიც გადასახადების “ესტონური მოდელის” შემოღებამ წარმოქმნა. მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოჩნდა იდეის ავტორებს „ორივე კურდღელი“ ხელიდან დაუსხლტათ. მთავრობამ აქციზის ზრდით ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ თუ 2016 წლის 7 თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მლნ ლარს მიაღწია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მლნ ლარს არ აღემატებოდა. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების შემცირებას, არც ეს გამოვიდა, ვინაიდან მომხმარებელი ფილტრიანი თამბაქოდან, ადგილობრივ უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.


2) მართალია რეგულაციებმა ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მაგრამ წყალი ადგილობრივი წარმოების წისქვილზე დაასხა იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, უფილტრო სიგარეტის 90%- მეტი კი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა. კერძოდ, თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოა, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ -მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა. თუმცა ადგილობრივი წარმოების მსგავსი განვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, „ჯანმრთელობისთვის მებრძოლებმა“ ახალი რეგულაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა. რის შემდეგაც, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ადგილობრივი წარმოება, იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე ოდესმე და პრაქტიკულად გაკოტრებისთვის გაიწირა.



3) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამხელა ეკონომიკური მსხვერპლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, მეტიც მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ამ პრობლემის გადაჭრასაც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, აკაკი ზოიძე უცვლელი ფორმით, გადასახადების გაზრდით ცდილობს. რამდენად შეამცირებს ეს ინიციატივა მწეველთა რაოდენობას რთული სათქმელია, თუმცა ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკურ რისკებს რომლისკენაც ეს ინიციატივა მიგვაქანებს. კერძოდ საუბარია კონტრაბანდულ რისკზე, რომელიც ბოლო წლებში, ისედაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობას ციფრებში შევხედავთ. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48 საქმემდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. რაც შეეხება 2018 წელს, მართალია გასული წლის მონაცემები სრულად ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ წინა წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აქ საუბარია იმ შემთხვევებზე რაც გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა, ხოლო რაც ვერ გამოავლინა ის ცალკე საკითხია.


პ.ს. ხოდა ეს ის თანხაა რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება, ეს ის ბიზნესებია რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ასაქმებს, ეს ის ეკონომიკაა რომელსაც თუ არ ვადგებით ხელს მაინც არ უნდა ვუშლიდეთ.


პ.ს. აღარაფერს ვამბობ იმ პატარ-პატარა ბიზნესებზე რომელსაც, ამ გაუაზრებელმა კანონმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა”, – წერს ბაირახტარი.






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up