აკაკი ზოიძე: საერთაშორისო ბრენდებისთვის  მინიმალური ხელფასის საკითხი  პრობლემატური არ არის

აკაკი ზოიძე: საერთაშორისო ბრენდებისთვის მინიმალური ხელფასის საკითხი პრობლემატური არ არის

access_time2019-02-11 16:00:50

„ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღრა შესაძლოა შრომით უფლებებში მოიაზრებოდეს, მაგრამ ეს სავალდებულო მოთხოვნა არ არის,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. თემით კომერსანტი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქუთაისის „ემჯიემტექსის“ საწარმოს დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ საერთაშორისო ბრენდების საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაბრა. 


როგორც ლომინაძე აცხადებს, საქართველოში ZARA-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ქვეშ პროდუქციის წარმოება შრომის კოდექსში მინიმალური ხელფასის არ არსებობის გამო ფერხდება.


 საერთაშორისო ბრენდების და მათ შორის ZARA-ს ქვეყანაში წარმოებაზე აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ მათთვის მინიმალური ხელფასის საკითხი ასეთი პრობლემატური არ არის და უცხოური კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას შრომის უსაფთხოების დაცვას აქცევენ. შრომის უსაფთხოების დაცვის მიმართულებით კი საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობები გააჩნია.


„ჩვენი სტანდარტები დღეს ნებისმიერი მსოფლიო ბრენდისთვის ადეკვატურია, როგორც საინვესრიციო, ისე უსაფრთოხების, საგადასახადო და ლოჯისტიკური კუთხით. საერთაშორისო ბრენდები მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებასთან მიმართებაში სენსიტიურები არიან, რადგან სხვადასხვა ქვეყანებში ხშირად ადამიანების შრომას ცუდად იყენებენ,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



აკაკი ზოიძის თქმით, ქვეყანაში მინიმალური ხელფასის შემოღებას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს და ამით შესაძლოა უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდოს. რადგან ხელფასის მინიმალური ოდენობის დაწესებით შესაძლოა ხელმძღვანელებმა კადრების დათხვონა დაიწყონ. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების საკითხის განხილვას, ზოიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის კოდექსში მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებასთან დაკავშიერბით განხილვები არ მიმდინარეობს, თუმცა საკითხი განსახილველია.


„პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ. ამ ეტაპზე პარლამენტი საკითხზე მუშაობას არ გეგმავს. მოდელირება უნდა მოხდეს იმის, თუ ამ რეგულაციას ეკონომიკაზე რა ზეგავლენა ექნება. ეს ადვილად გადასაწყვეტი საკითხი არ არის,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.



ლიკა გურაბანიძე

 






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up