“ლადო კახაძის ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების 100 %-ამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პოპულისტურია“

“ლადო კახაძის ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების 100 %-ამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პოპულისტურია“

access_time2019-05-28 17:00:30

„საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაზრდა 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც  გაუჭირდება,  დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და  ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება.“  აღნიშნული ინიციატივა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჯერ კიდევ შუალედური არჩევნების პირველი ტურის პერიოდში გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას - ქრონიკულ დაავადებას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა  


  • რამდენად შესაძლებელია საყოველთაო ჯანდაცვის 100 %-იანი დაფინანსება?
  • გააჩნია თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს შესაბამისი რესურსი, რომ კახაძის დაპირება რეალობად იქცეს?


„ეს შეუძლებელია. ლადო კახაძის ინიციატივა არის პოპულისტური და პრიმიტიული განცხადება, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის სიტყვებია. შეიძლება იყო კარგი ექიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა გესმოდეს,“   ასე პასუხუბს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ლადო კახაძის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.


სერგო ჩიხლაძე ციფრებზე დაყრდნობით მარტივად ხსნის, რატომ არის შეუძლებელი ქვეყნის ბიუჯეტს ფარგლებში აღნიშნული ინიციატივის შესრულება:


„ისედაც გვაქვს  არახარჯთეფექტური სისტემა, ვერანაირ შედეგზე ვერ გავდივართ და ყოველწლიურად 100  მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვა ფიქსირდება ამ მიმართულებით. აღარაფერს ვამბობ იმ მრავალმილიონიან დავალიანებებზე, რაც სახელმწიფოს აქვს კლინიკების, სამედიცინო პერსონალის და სხვათა მიმართ.

მაგალითად, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ბოლო წლებში დეკლარირებულად გაწერილია  30 მლნ. ლარზე მეტი დეფიციტური ხარჯვა, ანუ ოფიციალურ პროგრამას დასჭირდა ბევრად მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო.  100 %-იანი დაფინანსება ნებისმიერი განვითარებული ქვეყნების პირობებშიც სხვადასხვა თანადაფინანსების გარეშე  შეუძლებელია. ჩვენი მთლიანი ბიუჯეტიც კი ვერ გაწვდება ლადო კახაძის ინიციატივის განხორციელებას, ამიტომ ის რეალობასთან შეუსაბამოა“.



იმავე კითხვებით „კომერსანტმა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც მიმართა. მისი თქმით, ლადო კახაძემ რეალური დაპირება გასცა, უბრალოდ არასწორად აუხსნა მოსახლეობას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კახაძის მიერ გავრცელებული ინიციატივა აკაკი ზოიძემ შემდეგნაირად განმარტა:



„ადამიანებმა არ იციან რამდენი მილიონია ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტში. იციან მხოლოდ ის, როცა საავადმყოფოში მიდიან, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკაში რამდენ პროცენტს უფინანსებს. ეს არის მთლიანი თანხის 70 % და ზუსტად ეს იგულისხმა ლადო კახაძემაც. ესე იგი, აღნიშნული დაფინანსება გაიზრდება 90-100 %-მდე, კატეგორიების მიხედვით. შეიძლება ჟურნალისტებისთვის და ექსპერტებისთვის ცოტა უფრო სხვანაირად უნდა ეთქვა,  მაგრამ მე გეუბნებით ახლა როგორც არის“,- განმარტავს აკაკი ზოიძე.


კითხვაზე, ამ კონკრეტული დაფინანსებისა და კონკრეტული მიმართულებების გარდა, რამდენად აქვს ქვეყნის ბიუჯეტს რესურსი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სრულად დაფინანსდეს, ზოიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული პროგრამების 100 %-იანი დაფინანსება შესაძლებელია:


„არსებული დაფინანსების ფარგლებშიც შესაძლებელია მკვეთრად გაიზარდოს  კონკრეტული მიმართულებები. მაგალითად, გამოყოფილი 20 მილიონიდან, 100 %-მდე გაიზარდოს ქრონიკული ავადმყოფებისთვის პროგრამა, რადგან მედიკამენეტების ჩამონათვალია გასაზრდელი. ასევე 70 %-იანი თანადაფინანსების ზრდაც შესაძლებელია, რაც უკვე განვმარტე. დღეს თუ სიტყვაზე ჯანდაცვისთვის  გამოყოფილია 900 მილიონი ლარი, კიდევ 100 მილიონი უნდა დავუმატოთ ამ თანხას და რაც აღვნიშნე, ყველაფერი განხორციელებადია. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ერთ დღეში გავაორმაგოთ ყველა ციფრი. ლადო კახაძემაც ზუსტად ეს იგულისხმა და თქვა“,- ამბობს აკაკი ზოიძე.


“ ევროპური საქართველოს“ დეპუტატის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლადო კახაძის ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების 100 %-ამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პოპულისტურია.  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მკურნალობის ხარჯების სრულად ანაზღაურება შეუძლებელია. მეტიც, მსგავსი პრაქტიკა არც განვითარებულ ქვეყნებში  მოქმედებს.


„ლადო კახაძეს კარგად გამოსდის სადღეგრძელოები, მაგრამ მის განცხადებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი რჩევა იქნება, კარგად დაეკითხოს აკაკი ზოიძესაც, დავით სერგეენკოსაც რას ნიშნავს 100 %-იანი დაფინანსება და მიხვდება, რომ ჯანდაცვის სისტემაში ვერ ერკვევა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი ექიმი იყოს.


რაც შეეხება უშუალოდ დაფინანსებას, ჯანდაცვის სისტემაში დღეს უამრავი მწვავე პრობლემა დგას, რაც ვერ გვარდება ზუსტად არასაკმარისი ფინანსების გამო. მათ შორის, ბავშვთა განვითარების პროგრამები, ფსიქიატრია და ა.შ. ბიუჯეტი ფიზიკურად ვერ გაწვდება ამ ყველაფერს,“ - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


ჭიაბერაშვილის თქმით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც  ჯანდაცვის სისტემა სრულად გამართულია, სახელმწიფო ფინანსურად ნაწილობრივ არის ჩართული პროცესებში . როგორც წესი, მოსახლეობა ნაწილობრივ ყიდულობს ჯანდაცვის დაზღვევას. ამგვარად ხდება ხარჯების განაწილება ორ სექტორს შორის (სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანია).


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სხვაგვარად აფასებს მედიკამენტების დაფინანსების პერსპექტივებსაც. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი:


„თუ მედიკამენტების კომპონენტი არ დაემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას,  ამ მიმართულებით დადებითი შედეგები ვერ გვექნება. თუმცა, პრობლემაა ის, რომ დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის დიზაინში ეს ჩანაწერი რომ გაჩნდეს, ბიუჯეტი ვერ მოერევა. ამიტომ, მივდივართ მარტივ გამოსავალთან - თუ გვსურს სახელმწიფო მედიკამენტებით მოსახლეობას გვერდში დაუდგეს, რა თქმა უნდა, შემოსავლების პროპორციულად,  უნდა შეიცვალოს საყოველთაო ჯანდაცვის დიზაინი. შემდგომ ეტაპზე მას დაემატოს მედიკამენტების კომპონენტი. კერძოდ, თუ სახელმწიფო დღეს საავადმყოფოს უნაზღაურებს ადამიანების მკურნალობის ხარჯებს, თითოეული მათგანისთვის შეიძინოს დაზღვევის პაკეტი კერძო კომპანიებში (სადაზღვევო კომპანიები გაცილებით ეფექტურად გააკონტროლებენ ხარჯებს). ესე იგი, გამოსავალია თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ადმინისტრირებას  სადაზღვევო კომპანიები მოახდენენ“


ამ საკითხთან დაკავშირებით, კომერსანტი ამ დრომდე ცდილობს ლადო კახაძესთან დაკავშირებით, თუმცა  მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენს სატელეფონო ზარებს  არ პასუხობს.




სალომე ლემონჯავა






რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up