აკაკი ზოიძე - კორონავირუსს ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად უმკლავდება

აკაკი ზოიძე - კორონავირუსს ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად უმკლავდება

access_time2020-03-14 16:00:24

“საქართველო პირველ ეტაპზე საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა ვირუსით გამოწვეულ სირთულეებს, მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე საქართველოში მდგომარეობა დადებითია,“- ასევ აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჯანდაცვის სფეროს მიერ „ COVID 19”-ის წინააღამდეგ მიმართულ ღონისძიებებს .

 

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე , „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ თუ ამ დაავადებას ექნება ის მახასიათებელი, რომ სეზონის ცვლილებასთან ერთად დაიკლებს მაჩვენებელი, ჩვენს ქვეყანაში პიკური მაჩვენებელი არ იქნება, რადგან სეზონი იცვლება და მალე დათბება.

 

„როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვაფასებ მიმდინარე პროცესს. ჯანდაცვის ნაწილში ყველაფერი სამაგალითოდ კეთდება, სხვა უწყებების ნაბიჯები იყო შედარებით დაგვიანებული, ყოველშემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ხედავდეს, პრევენციის მიზნით რა მზადება მიდის მთავრობის მხრიდან, რომ მოხდეს მოსალოდნელი შედეგების შერბილება, როგორც სამედიცინო ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.“-ამბობს აკაკი ზოიძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს მთავრობის დაგვიანებულ ქმედებებში, აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ დაგვიანებულ ქმედებაში, ფრენების შეწყვეტა არ უგულისხმია.


„ამ ვითარებაში ფრენის შეწყვეტას ორი მხარე აქვს, ერთის მხრივ გადაწყვეტილება შეაკავებს ეპიდემიის გავრცელებას და მეორეს მხრივ, უარყოფით შედეგებს მოუტანს ეკონომიკას. ზუსტად იმ დროს შეწყვიტეს ფრენა, როდესაც ნამდვილად საჭიროება იყო. უფრო კონკრეტული, რომ ვიყო რა ვიგულისხმე მთავრობის დაგვიანებულ ქმედებებში, შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ფონზე არ ჩანდა სხვების აქტიურობა.“-აღნიშნა ზოიძემ.

 


პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომები აღენიშნებოდათ, ინფექციური საავადმყოფოს ნაცვლად სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავდათ. მოხდა თუ არა მოუმზადებელ კლინიკებში პაციენტების გადაყვანა აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ ყველა პაციენტი შესაბამის განყოფილებაშია განთავსებული.



„ბვერი კვალიფიციური კადრი გვყავს და გარკვეულები არიან, თუ როგორ უნდა იმუშაონ იმ წესების  დაცვით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემს. საკარანტინოდ სავადმყოფოს გამოყენება არ არის სასურველი, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის გადაჰყავთ სავადმყოფოში. თუმცა სამედიცინო დაწესებულებები თავის მხრივ მზად დახვდნენ პაციენტებს. თუმცა  განსაკუთრებული სირთულის პაციენტები ყველანი ინფექციურში არიან.  როდესაც ამბობენ, რომ ეპიდემია გავრცელდება - მხოლოდ 15 შემთხვევა კი არა შეიძლება 100-150 დაფიქსირდეს, ჩვენი ექიმები კი ყველა  სიტუაციისთვის მზად არიან. ეს არ გახლავთ ებოლასავით საშიში ინფექცია, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მთავარია დავიცვათ ყველა წესი და კონტროლი იყოს ისეთივე მკაცრი, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, როგორიც დღესაა.“-განმარტავს ზოიძე.

 

„კომერსანტის კითხვაზე, მზადაა თუ არა ქვეყანა ინფიცირებულთა გაზრდილ რაოდენობას, შესაბამისად გაუმკლავდეს  მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან რომ თავის დროზე იგი გახლდათ პანდემიური გეგმის შექმნის თანაავტორი, რომლის შემუშავებაშიც ქართულ მხარეს აშშ დაეხმარა, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ უსაფრთხოების სისტემაში ამერიკული მხარის მიერ გაწვრთნილი სპეციალისტები მუშაობენ და ქვეყნის კრიზისთან მართვას უზრუნველყოფენ.

 

 

„სახელმწიფოსთან ერთად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ამით ჩვენი ბებიების და ბაბუების სიცოცხლეს გავუფრთხილდებით, რადგან კონკრეტული ასაკის ადამიანებს, რთულად გადააქვთ ვირუსი, ასაკოვნების შემთხვევაში, დაინფიცირებული 100 ადამიანიდან შეიძლება 14 გარდაიცვალოს. ამიტომ როდესაც გვეუბნებიან, რომ იყავით ფრთხილად და თვითიზოლაციაში უნდა შევასრულოთ და სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ.“-ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.

 

 

ზოიძე ჯანდაცვის სფეროს მუშაობის პარალელურად, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკური ეფექტებზე საუბრობს. როგორც ზოიძე განმარტავს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგები, ბუნებრივია, აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ ზომებს გადამეტებულ სიფრთხილეს უწოდებს და ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა აუცილებლად მოიტანს ეკონომიკურად მძიმე შედეგს, საქართველოს ეკონომიკასაც.
„მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ეკონომიკური მიმართულებითაც მკაფიო ხედვა დააფიქსირონ, რომ როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი, რთული ეკონომიკური შედეგები თავიდან ავიცილოთ. რაც არ უნდა ვთქვათ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში ტურიზმის ნაკადი შემცირება, ეს კი პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკაზე. ასევე იმპორტის დეფიციტი შეიქმნება რაღაც პროდუქტებზე, რა თქმა უნდა ფასებიც შეიცვლება.“-ამბობს ზოიძე.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up