აკაკი ზოიძე - ეპიდსიტუაცია საპანიკო არ არის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დღეს ქვეყნის საუკეთესო რესურსი ჩართულია პროცესში

აკაკი ზოიძე - ეპიდსიტუაცია საპანიკო არ არის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დღეს ქვეყნის საუკეთესო რესურსი ჩართულია პროცესში

access_time2020-11-17 23:00:00

ჩემი აზრით, მთავარი მომენტია, რომ მაქსიმალურად ფართოვდება ადამიანების წრე, ვინც პროცესში იქნება ჩართული, ვინაიდან, ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ ვმობილიზდეთ და აბსოლუტურად ყველა რესურსი იქნას გამოყენებული, ინტელექტუალური ცოდნა, გამოცდილება, იმისათვის, რომ ეს საერთო ეროვნული საფრთხე დავძლიოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია საფრთხილოა, თუმცა არა საპანიკო. აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი იყო კონკრეტულ გეგმებსა და ნაბიჯებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ლოკდაუნი არ იგეგმება.

„შექმნილი სიტუაცია ნამდვილად საფრთხილოა, საგანგაშოა, საპანიკო რა თქმა უნდა არ არის და სწორედ, ამ პანიკის ელემენტის მოხსნაც მნიშვნელოვანია. პანიკის ელემენტებიც ჩანს უკვე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დღეს ის საუკეთესო რესურსი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, ჩართულია ამ პროცესში და მაქსიმალურად ტარდება კონსულტაციები იმის თაობაზე, რა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ისე, რომ არც ეკონომიკა დაზარალდეს, სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ამავდროულად, მოხედეს ამ სახიფათო ტენდენციის შებრუნება, რასაც ჰქვია ინფიცირებულების მზარდი რაოდენობა, რაც მთავარია, ყველაზე უფრო ტრაგიკული რაც არის, ეს არის მზარდი რაოდენობა სიკვდილიანობის.


კონკრეტულ ნაბიჯებზე იყოს მსჯელობა, კონკრეტულ გეგმაზე, რომელსაც ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით ალბათ უახლოეს პერიოდში მთავრობა შემოგვთავაზებს. მთავარი მომენტია, რომ არანაირი საუბარი არაა, ხაზს გავუსვამ, იმაზე, რომ რაღაც საყოველთაო ჩაკეტვა ან ლოკდაუნი მოხდება, არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი, მისაღები და კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up