ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მესამე უარს, პარლამენტში არ მისვლაზე დამოუკიდებელი დეპუტატები, რეგლამენტის დარღვევად თვლიან. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა საკითხი პოლიტიკურია და შეფასებისგან თავს შეიკავებს.
ჯანდაცვის ექსპერტი არც ლევან კობერიძის განცხადებას იზიარებს, იმის თაობაზე რომ ექსპერტები ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკას მხარს უჭერენ და ატარებენ.
„მსგავს თემებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან პოლიტიკურია. არც ჩემი ოპონენტის ლევან კობერიძის განცხადებას არ განვიხილავ, რადგან ეს მისი მოსაზრებაა და არ ვერევი. მინდა გითხრათ, რამდენიმე დღის წინ იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა კრება, სადაც ათამდე ექსერტი ვიღებდით მონაწილეობას. წარმოადგინეს ძირითადი პრინციპები გეგმასთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები. გავეცანით იმასაც თუ რას აპირებენ, რომ მაქსიმალურად მდგრადი ჯანდაცვის სისტემა გვქონდეს, თუ შემდგომი ტალღები იქნება. გეგმის ეფექტიანობას ვერ შევაფასებ, რადგან იყო სამუშაო პროცესია,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.
ნათია ლომიძე