ყველა ოჯახმა, ყველა ოჯახის წევრმა დაიცვას თვითიზოლაციის წესები, ეს იქნება უმთავრესი იარაღი, რომ ჩვენ ამ ამოცანის შესრულება შევძლოთ და ვირუსს გავუმკლავდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ განუცხადა.
„ვიდრე მასობრივი ტესტირება დაიწყება, ჩავთვალოთ, რომ ყველას, ვისაც სიმპტომი აქვს, სავარაუდოდ შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეს. უნდა დავიჯეროთ, რომ მათ ეს აქვთ და მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცეოდნენ დადასტურების შემთხვევაში“, - აღნიშნა ზოიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge