აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

access_time2019-09-21 13:00:25

არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

 

„რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება. ეს არის და ეს. პარლამენტმა შრომით უსაფრთხოებაზე ორი წლის დაიწყო მუშაობა და მიიღო უკვე ორი კანონი, ასევე გააგრძელებს მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს იცავს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სამუშაო იყოს მაღალანაზღაურებადი, უსაფრთხო და ამავდროულად, არ დავუშვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაცია. ეს არის სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მისი თქმით, არ მოხდება ისე, რომ ერთი მხრივ, ბიზნესს ზედმეტი რეგულაცია დაუწესდეს და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა.

 

„მინდა, ერთი რამ შევპირდე მოსახლეობას, არ დავუშვებთ, რომ ერთის მხრივ ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და სამუშაო ადგილების შექმნას პრობლემა შევუქმნათ და მეორე მხრივ, დავუშვათ მონური შრომის არსებობა. ეს არის პარლამენტის როლი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, პროცესში ჩაერთოს და რეალურად მივიღოთ სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შრომის უსაფრთხოებაში და მივიღეთ და იგივე ბიზნესთან გვქონდა ერთი წლის განმავლობაში ამის თაობაზე კონსულტაცია“, – განაცხადა ზოიძემ.

 

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორ სამსახურში მუშაობა იკრძალება.

 

„სწორედ ეგ არის მცდარი და ტყუილი, ეს აბსოლუტურად არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ რაციონალური, ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე საზღვრები უნდა ჰქონდეს მოთხოვნას, რომელიც დამსაქმებელმა შეუძლია, დაუყენოს დასაქმებულს, ანუ თქვენ ჟურნალისტებს თქვენმა დამსაქმებელმა არ გითხრათ, რომ 72 საათის განმავლობაში ძილის, კვების გარეშე უნდა იმუშაოთ, დაახლოებით ამაზეა საუბარი“, – მიმართა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

 

ამასთან, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.


1 არხი





იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...


მსგავსი სიახლეები

up