აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

access_time2019-09-19 15:20:57

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. “ კომერსანტი“ დაინტერესდა გრძნობენ თუ არა დღეს პირად პასუხისმგებლობას არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კომიტეტების თავმჯდომარეები. ამჯერად გთავაზობთ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის  შეფასებას.  მისი  განმარტებით, სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე არ ყოფილა და  საქართველოს მთავრობა ამის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა რომ ადამიანებს ჩაუსახოს იმედი და დააჯეროს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება.

 

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის  ის, რომ  ადამიანების მზარდ რაოდენობას  იმედგაცრუების შეგრძნება აქვს. მთავრობის დამტკიცებაზე მე ვთქვი, რომ ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობაში იმედის ჩასახვა იქნება. ამ ერთ წელიწადში სავსებით შესაძლებელია, რომ ეს უარყოფითი ტენდენცია შევატრიალოთ და ადამიანებს დავუბრუნოთ იმედი იმისა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება.  არავინ არ ელოდება, რომ ერთ წელიწადში ეკონომიკური სასწაული მოხდება მაგრამ, შესაძლებელია, რომ ადამიანებს კონკრეტულად ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ რომელიც მათ ცხოვრებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის აუტანელი ტვირთია ცხოვრება“,-განმარტავს აკაკი ზოიძე.

 

„ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ სახელმწიფო სამსახურის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან.


 

„ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელთანაც მათ აქვთ ურთიერთობა, იქნება ეს სოფლის რწმუნებული თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველა მათ სამსახურშია. ეს ადამიანი ორიენტირებულები უნდა იყვნენ მათი პრობლემის გაგებაზე და მოგვარებაზე და არა იმაზე თუ როგორ არ მოაგვაროს პრობლემა და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოს“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

“კომერსანტის“ კითხვაზე — რატომ ვერ შეძლო მმართველმა გუნდა არსებული რეალობის შეცვლა და რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ 7 წლის წინ დაპირებული სწრაფი კეთილდღეობა  — აკაკი ზოიძის პასუხი შემდეგია:

 

„ინფლაცია და ლარის კურსი ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შესრულდა ქვეყანაში სწრაფი კეთილღეობის დაპირება. ამ კითხვაზე სხვა პასუხი არ იყო მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდის ტემპი რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი გაქვს მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აისახება თითოეული ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. თვისობრივი ცვლილება უნდა მოხდეს აღქმაში, ეს კი მოხდება მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა გადავა და ჩამოიწვეთება თითოეულ ოჯახში, სწორედ მაშინ შეიცვლება მოსახლეობის განწყობა. თუმცა აღსანიშნავია რომ მოთხოვნებიც გაიზარდა  იმასთან შედარებით რაც გუშინ იყო ობიექტურად, რომ ვთქვათ შეიძლება ადამიანს უფრო მეტი შემოსავალ ჰქონდეს დღეს მაგრამ უფრო მეტი ხარჯიც აქვს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.


ბაჩო ადამია 





ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up