აკაკი ზოიძე: 3 თვეში DRG მოდელზე გადასვლა კლინიკებისთვის საკმაოდ რთული იქნება

აკაკი ზოიძე: 3 თვეში DRG მოდელზე გადასვლა კლინიკებისთვის საკმაოდ რთული იქნება

access_time2022-05-19 19:00:00

3 თვეში სისტემის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ კლინიკებისთვის ამ ვადაში DRG მოდელზე სრულად გადასვლა საკმაოდ რთული იქნება– ასე აფასებს, კლინიკების ახალი მოდელით დაფინანსების ინიციატივას ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე.


როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, DRG არ არის რადიკალურად განსხვავებული მოდელი. 2014 წლიდან საუბარია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, თუმცა 8 წელი გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა DRG სისტემის დანერგვა.


„აღნიშნული მოდელის არსი იმაშია, რომ უფრო სამართლიანი ფასწარმოქმნის და ხარჯთაღრიცხვის სისტემას გულისხმობს. გარკვეულ ეტაპზე მზად იყო ეს სისტემა განსახორციელებლად, არსებულ საინფორმაციო სისტემაში არის ე.წ. კოდები ჩაშენებული, რომელიც ხარჯების აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ განსაზღვრას ანაზღაურების უფრო სწორ შეფარდებას.


ამასთან, მაგალითად, თუ ერთ სამკურნალო დაწესებულებაში რომელიმე მანიპულაცია ღირს კონკრეტული ფასი და მეორე დაწესებულებაში იგივე მომსახურების ღირებულება რადიკალურად განსხვავდება, DRG მოდელის დანერგვით ეს პრობლემა მოიხსნება.“ – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.


მისივე თქმით, სისტემა საჭიროებს გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ რამდენად არის ეს მონაცემები ადექვატური. ამასთან, დაწესებულებების მზაობა რამდენად არსებობს და როდის, როგორ მოხდება ამ სისტემაზე გადასვლა.



„ვფიქრობ, ამ სისტემაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ განხორციელდება DRG მოდელის დანერგვა. უამრავი დეტალია, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა, ჰოსპიტლებთან პარტნიორობა და სხვა. 3 თვეში სისტემის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ კლინიკებისთვის ამ დროში სრულად DRG მოდელზე გადასვლა საკმაოდ რთული იქნება.“ –ამბობს, აკაკი ზოიზე.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს. საუბარია, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე - DRG.


DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up