რატომ დამძიმდა ეპიდვითარება საქართველოში

რატომ დამძიმდა ეპიდვითარება საქართველოში

access_time2021-08-11 14:00:56

9 აგვისტო, ორშაბათი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 266 შემთხვევა გამოვლინდა.

 

10 აგვისტოს, სამშაბათს, კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობის – 5 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დღეს, 11 აგვისტოს ინფიცირებულთა რიცხვია 5 352.

 

პირველი აგვისტოდან დღემდე 397 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკა ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდემიურ მდგომარეობას ნათლად აჩვენებს. ნათლად ჩანს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა პროცესს ვერ მართავს და ჯანდაცვის სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადებული არ აღმოჩნდა. რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა და როგორ მივედით კრიტიკულ მდგომარეობამდე – ამ საკითხზე „კომერსანტთან“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე საუბრობს.

 

ჯანდაცვის სპეციალისტი აცხადებს, რომ ქვეყანა იმ პიკს უახლოვდება, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. აკაკი ზოიძის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები იქნება ვირუსის ცირკულირება. იგი ამბობს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ერთადერთი გამოსავალი პანდემიისაგან თავდაცვისთვის აცრაა. მანამდე კი, მისი თქმით, პირბადის ტარებაა აუცილებელი.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ადამიანები უფრო მეტ დროს გარეთ ატარებენ, დელტა შტამის გამო ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება, რადგან მისი გადადების რისკი გაცილებით მაღალია. ვირუსი ახლა უფრო მეტ ადამიანს აქვს გადატანილი, ბუნებრივი იმუნიტეტი ალბათ ჩვენი მოსახლეობის 40 %-ს აქვს, თუმცა ინფირცირებულების რიცხვი ბოლო 7 დღის განმავლობაში ძალიან მაღალია, ძირითადად, აუცრელების ხარჯზე. ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება იმაში, რომ ისრაელმა მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრა, თუმცა ციფრები იქაც მაღალია. ამ ისტორიის მთავარი მომენტი ისაა, რომ ისრაელს, აშშ-ს, ბრიტანეთს, რომელთაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი ჰყავთ აცრილი, ეპიდემია სწორედ აუცრელებში, დელტა შტამის გამო აქვთ. აცრა რეალურად გადადებისაგან მინიმუმ ყოველ მეორეს იცავს, იმის მიხედვით, რომელი ვაქცინითაა აცრილი. ხოლო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინა ადამიანებს სიკვდილისაგან იცავს, რაც კონკრეტულად ამ ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა. კარგია, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა გარე სივრცეებში პირბადის ტარება. როგორც კი შენ ადამიანთან 2 მეტრის დისტანციას ვერ იცავ, დაინფიცირების რისკი მაღალია. აქედან გამომდინარე, ღია სივრცეში, როდესაც შენს ირგვლივ სხვა ადამიანები არიან, პირბადე უნდა გამოიყენო“, - ამბობს აკაკი ზოიძე.


ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გასული წელს არჩევნებით იყო დაკავებული და დაწესებული რეგულაციების მკაცრი აღსრულება არ ხორციელდებოდა.



„რეალურად, ზუსტად ის გავიმეორეთ, რაც შარშან გავაკეთეთ. როდესაც არ ჩავკეტეთ, არ შევზღუდეთ, როდესაც შესაძლებელი იყო გონივრული ლოკალური შეზღუდვებით აჭარაში ინფექციური აფეთქება შეგვეჩერებინა, თუმცა არჩევნების გამო ეს არ გავაკეთეთ. გასაგებია, ადამიანები დაიღალნენ და ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს მასობრივ შეზღუდვებს, მაგრამ არავითარი მძიმე შედეგები არ მოჰყვებოდა, რომ გაგვეკონტროლებინა თუნდაც იგივე პირბადეების ტარების მაჩვენებელი. არავის დაუშვია მასობრივი ქორწილები და სხვა ღონისძიებები, მაგრამ ამავდროულად არავის გაუკონტორლებია. არ მჯერა იმის, რომ შესაბამის ორგანოებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 300 და 400–კაციანი სუფრები, ყოველგვარი რეგულაციების დაცვის გარეშე იმართებოდა. ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ, რომ ხალხი არ გაენაწყენებიათ და გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით სუნთქვის საშუალება მიეცათ. შედეგად ვართ კრიტიკულ ზღვარზე. თუ რეგულაციების კონტროლის კუთხით უმკაცრესი ზომები არ მივიღეთ ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ იმ  სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია, საქართველოს მთავრობის კომუნიკაცია არაადეკვატურია. მისი თქმით, თუნდაც ვაქცინაციის მიმართულებით, ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა მოუხსნან და სასწრაფოდ აიცრან.

 

„საქართველოში 500 000 დოზა ფაიზერი ჩამოვიდა, სექტემბერში გვექნება უამრავი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა, ხოლო ვაქცინაციის მსურველები აღარ გვეყოლება. ამოიწურება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავიდანვე მზად იყვნენ ასაცრელად და მათ არანაირი კომუნიკაცია და დარწმუნება არ სჭირდებოდათ. ასეთი იყო 700 000- დან 1 200 000 ადამიანამდე. ბოლო კვლევითაც დასტურდება, რომ 50 პროცენტი ჩვენი ზრდასრული მოქალაქეების ​ასაცრელად მზად არის. შესაბამისად 1 400 000 ადამიანისთვის ბარიერების მოხსნის და მათ აცრის შემდეგ დაგვრჩება ის ადამიანები, რომლებიც ყოყმანობენ ან აცრის წინააღმდეგები არიან. ეს დრო ძალიან ჩქარა მოვა. თუ ვერ აკონტროლებ სიტუაციას, დაარწმუნე მაინც ადამიანები, რომ ატარონ პირბადე, აუხსენი, რატომ არის დელტა შტამი გადამდები, რომ ჰაერში შეიძლება დიდხანს დარჩეს, შესაბმისად გადაეცეს ადამიანს და ა.შ. ეს არის რეალობა, რეალობისთვის თვალის არგასწორებით და საფრთხის იგნორირებით შექმნილ ვითარებას არაფერი ეშველება და გვეყოლება 50-ზე მეტი გარდაცვლილი. ეს ყველაფერი ანონიმურ ტრაგედიებად გადაიქცა“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დღეს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურ კითხვას გასცემს პასუხს. კითხვას, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი სვამს - რა მნიშვნელობა აქვს აცრის გაკეთებას, თუ მაინც დავინფიცირდები?

 

„ვაქცინაციას ის მნიშვნელობა აქვს, რომ გადარჩები და არ გარდაიცვლები, სწორედ ეს არის აცრის მთავარი დანიშნულება. თუ ბევრი ადამიანი აიცრება, მივალთ იქამდე, რომ ვირუსი საერთოდ გაქრება. ამაზე მარტივი ასახსნელი, ჩემი აზრით, არაფერია, მაგრამ ეს მოსახლოებას ყოველ დღე უნდა ავუხსნათ. ჩვენს წრეში თუ ვიტყვით, რომ ვაქცინა გვიცავს, ნუ გვეგონება, რომ ინფორმაცია ფართო მასამდე მივიტანეთ. მოწინააღმდეგეები გაცილებით აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში, ვიდრე მომხრეები. ფსიქოლოგიური ეფექტიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მარტივად იჯერებენ იმას, რომ სჯობს უმოქმედობა, ვიდრე მოქმედება, ანუ აცრა. ადვილად არწმუნებენ ადამიანებს იმას, რომ თუ ალერგულია, არ უნდა აიცრას და ესეთი სისულელეებით აკარგვინებენ უძვირფასეს დროს და დიდი საფრთხის ქვეშ აყენებენ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ კომუნიკაცია, როცა არ ატარებ ადეკვატურ კომუნიკაციას, საინფორმაციო სივრცეს მითები და დეზინფორმაცია იკავებს“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ორი პრობლემა კორონავირუსთან ბრძოლაში არის დაწესებული შეზღუდვების კონტროლი და კომუნიკაცია ადამიანებთან, დაუღალავი ახსნა იმისა, რომ აცრა არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის.

 

„გვესმის, რომ ყველა დავიღალეთ. გვესმის, რომ ცხელა, მაგრამ ამ დისკომფორტის გაძლება სჯობს იმას, რაც შეიძლება ადამიანს ელოდოს იმ შემთხვვაში, თუ კოვიდი დაემართა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ეფექტურია ის კამპანია, როდესაც ისეთ ხალხს ალაპარაკებენ, რომელთაც კოვიდის არ სჯეროდა, ხოლო როდესაც დაემართა – რა მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ შემთხვევა, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა, მათ ოჯახის წევრებს ასაუბრებენ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია გამოიარეს ამ ადამიანებმა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ დაიჯერა მითი, რომელსაც ვაქცინის მოწინააღმდეგეები 200 წელია ნებისმიერ ვაქცინაზე ავრცელებენ. 1800 წელს ანტივაქსერების ლოზუნგი იყო, რომ ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს, რომ ჯანდაცვის მესვეურები არიან ტირანები და ადამიანის უფლებები ირღვევა, თურმე მაშინ ყვავილის ვაქცინა სიფილისს იწვევდა, დღეს აშინებენ, რომ გენეტიკურ ცვლილებებს და უნაყოფობას იწვევს. ასე რომ, ბოლო 200 წელია მეთოდები ერთი და იგივეა - უნდა გააბუქო ვაქცინის რისკი და შეამცირო დაავადების საფრთხე, ანტივაქსერების ბიბლიაში ეს ყველაფერი ნათლად წერია. 100 000-ზე მეტ ადამიანს, ვისაც ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები გაუკეთეს, უკვე მეორე წელია აკვირდებიან, მათ არავითარი გრძელვადიანი შედეგები არ გამოვლენიათ. დიდი ხანია, არავითარ ექსპერიმენტულ ვაქაცინებზე საუბარი აღარაა. როდესაც მილიონობით ადამიანი იცრება, ამაზე გამოცდილი ვაქცინა არ არსებობს მსოფლიოში. ამ ელემენტარული ინფორმაციის მიტანაა აუცილებელი ადამიანებთან, რომ ისინი აცრის სისწორეში დავარწმუნოთ“, - თქვა აკაკი ზოიძემ.

 

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და სამედიცინო პერსონალი წელიწად-ნახევარია გმირულად იბრძვის. იგი ფიქრობს, რომ  კლინიკებიდან რეპორტაჟები უნდა მომზადდეს, რათა ადამიანებმა რეალური სურათი დაინახონ, სურათი, რომ იქ ომი მიდის. მისი თქმით, დღეს რეალობას ბევრი ვერ ხედავს, რელობა კი არის ის, რომ გადარჩენის გზა მხოლოდ ვაქცინაზე და პირბადეების ტარებაზე გადის.

 

„ჩემი აზრით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. თუნდაც ის შეზღუდვები რომ აღგვესრულებინა, რაც დღეს გვაქვს. შიდა სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება არავის გაუუქმებია. აფეთქების მთავარი წყარო არის ხალხმრავალი შეკრებები, ღონისძიებების ჩატარება არ იყო ნებადართული, უბრალოდ აღსრულების კონტროლი დაიკარგა, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ნაჯახისებური მეთოდით, როდესაც სხვა გამოსავალი არ გაქვს, მაშინ მიდიხარ საყოველთაო ლოქდაუნამდე, ახლა ჩინელები დელტა ვირუსის შესაჩერებლად 10–მილიონიან ქალაქს კეტავენ. ამის ფუფუნება ჩვენ ეკონომიკას ნამდვილად არ აქვს, მცირე გაჯანსაღებისკენ ნაბიჯები გადაიდგა და ადამიანებმა ცოტა ამოისუნთქეს, ამის დაკარგვა არაფრით შეიძლება, მით-უმეტეს მაშინ, როცა ერი წელიწად-ნახევარია ასეთ რეჟიმში ცხოვრობს. შეიძლება ვიკამათოთ იმასთან დაკავშირებით, დამატებით რა შეზღუდვები იყო საჭირო, მაგრამ ფაქტი ერთია, რაც დარჩა, იმ შეზღუდვების აღსრულება რომ ყოფილიყო ნორმალური, ეს სიტუაცია არ გვექნებოდა. დღეს ვამბობთ, რომ ახლა დავიწყებთ აღსრულებას და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, მაგრამ თუ ვამბობთ, სად დავუშვით შეცდომა და სად იყო ასეთი დიდი გარღვევა, ერთი გარღვევა იყო, როდესაც ისე გავაუქმეთ რეგულაციები და ადამიანებს პრაქტიკულად ვუთხარით, რომ კოვიდი აღარ არსებობს. შედეგად ადამიანების 70 პროცენტი როდესაც ატარებდა დახურულ სივრცეში პირბადეს, ჩამოვიდა 50 პროცენტს ქვემოთ. ამის ფონზე მოხდა ამნისტია, ადამიანებს შეღავათი მიეცათ, მაგრამ ჯარიმების იდეა არის პრევენცია, როგორც, მაგალითად, ღვედის შემთხვევაში. ჩვენ ჯარიმა იმისთვის გვინდა, რომ ღვედი გაიკეთოს და არა იმიტომ, რომ ბიუჯეტში ფული შევიდეს. ახლა იმედია, რომ დადგენილ რეგულაციებს მკაცრად აღასრულებენ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, დღეს რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, აკაკი ზოიძე გვპასუხობს, რომ პირველ რიგში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის მიმართულებით გააძლიერებდა კომუნიკაციას.

 

„მე რომ ვიყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აქამდე ვიმოქმედებდით. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შევეცდებოდი, პირველ რიგში, გაცილებით მეტი ძალისხმევა სტრატეგიულ კომუნიკაციაზე მიმართულიყო. მეორე რიგში კი უკეთესად გაკონტროლდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება. რეალურად, დამერწმუნეთ, ახლანდელი ჯანდაცვის კომიტეტიც ცდილობს რომ იგივე განახორციელოს, მე რამდენად უკეთესად გამომივიდოდა, არ ვიცი“, - თქვა აკაკი ზოიძემ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up