აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

access_time2019-05-24 21:15:41

ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

 

 

 

სამიტს 60-მდე წევრი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.  სამიტის წლევანდელი თემა სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა.

 

 

 

მინისტრთა დახურულ სესიაზე, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების  საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ხაზი გაუსვა ქართველი გადამზიდველებისთვის  "ECMT-ს მრავალმხრივი კვოტის სისტემის" მნიშვნელობას ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მისი თქმით, საქართველომ შეძლო  ერთ-ერთ პირველს დაეკმაყოფილებინა „ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები და ახლა მოელის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან  შემხვედრ ნაბიჯებს  არსებული შეზღუდვების გაუქმებისა და კვოტების  გაზრდის კუთხით.

 


 

 

აკაკი საღირაშვილი ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მან ქართული მხარის მხრიდან სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სამიტის მონაწილეები ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია.

 

 

 

ამასთან, სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების თემაზე გამართულ მინისტრთა მრგვალი მაგიდის სხდომაში. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს  ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

 

 

 

სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანთან კიტაკ ლიმთან   და  ასევე მსოფლიო ბანკის ევროპის ტრანსპორტის მიმართულების მენეჯერთან კარლა გონზალეზ კარვაჯალთან, რომელთანაც საუბარი ძირითადად შეეხო სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნების საკითხში მსოფლიო ბანკის შესაძლო მხარდაჭერას.

 

 






ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა
access_time2019-08-21 12:35:34
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს . „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის...

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია"

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია
access_time2019-08-21 12:00:50
ბიზნესმენი ფადი ასლი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება. ბიზნესმენი ღია წერილში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ფადი ასლი მოახლოებულ 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას პანიკურს უწოდებს. „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო...

m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო

m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო
access_time2019-08-21 13:00:51
„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანიაში “კომერსანტს“ განუცხადეს, თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება. “მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ...


მსგავსი სიახლეები

up