აკაკი ცომაია: „თამბაქოზე აქციზის ზრდა, გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება“

აკაკი ცომაია: „თამბაქოზე აქციზის ზრდა, გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება“

access_time2019-01-06 19:44:43

ეკონომისტი აკაკი ცომაია სიგარეტზე აქციზის ზრდას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ გზით მიღებული შემოსავლების გაფლანგვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექმნება. ამის შესახებ bm.ge წერს. 

 

ცომაიას შეფასებით, თამბაქოზე აქციზის ზრდა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.

 

"თამბაქოს გაძვირება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ მოქალაქეებს მეტი თანხის დახარჯვა მოუწევთ მის შესაძენად. ამით თამბაქოს მოხმარება არ მცირდება; რაოდენობის მხრივ, სურათი უცვლელი რჩება; ერთადერთი, რაც იცვლება, განკარგვადი შემოსავლებია. საზოგადოების ეს ნაწილი გაცილებით მეტს დახარჯავს მის შესაძენად და ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ურთულდება. მთავრობას კი აქვს საშუალება სხვადასხვა „აღვირახსნილი“ პროექტები მოიფიქროს და იქ დახარჯოს მიღებული შემოსავლები. მაგალითად, რაიმე ახალი პროგრამა დანერგოს სოფლის მეურნეობაში, რომელსაც არანაირი ეკონომიკური შედეგი არ მოაქვს. საზოგადოების ხელში უნდა იყოს რესურსი და მათ თავად უნდა განსაზღვრონ მისი გამოყენების ეფექტურობა და რისკები. მთავრობა ფლანგავს ამ თანხებს რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, —  აცხადებს აკაკი ცომაია.


 

ეკონომისტ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს, რაც გადასახადების ზრდას უკავშირდება.

 

"ეკონომიკური პოლიტიკის ჩემეული შეფასება დადებითი ვერ იქნება, რისი მთავარი მიზეზიც გადასახადების ზრდით არის გამოწვეული“, - განაცხადა ცომაიამ.


bm.ge




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up