აკაკი ცომაია: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღიად საუბარს გაურბის“

აკაკი ცომაია: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღიად საუბარს გაურბის“

access_time2019-02-26 15:30:55

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „თიბისი ბანკის“ საქმის პარლამენტში განხილვას ეხმაურება: თავისთავად ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკოსებთან   ურთიერთობის კონფრონტაციული რეჟიმი აირჩია და  ასეთი დაპირისპირება მოხდა, კარგი არ არის.


როგორც ცომაია განმარტავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გარკვეულ თემებზე ღიად საუბარს იმ მოტივით გაურბის, რომ ეს დააზიანებს საფინანსო სისტემას.


„როდესაც თავად სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მათ შორის, ეროვნულმა ბანკმა გახსნა კარტები და სააშკარაოზე გამოიტანა „თიბისი ბანკის“ ქეისი, ასეთ დროს ყველა  კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ დღეს ეს თემა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროა და უკვე მოხდა „თიბისი ბანკის“ დაზიანება და გაჩნდა კითხვები, ბუნებრივია, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მაღალი ინტერესი რადგანაა, არ მიმაჩნია სწორად ეროვნული ბანკის პოზიცია, რომ მან აღარ უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე. ეროვნულ ბანკს ყველანაირად უნდა ეთანამშრომლა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, შესაბამისად, ყველა  კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი,“  აღნიშნავს ცომაია.


როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის სხდომაში მონაწილოებდნენ. პარლამენტში მივიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც.




დღის წესრიგის მიხედვით, მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კენჭისყრაზე სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარების საკითხი დააყენა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. შედეგად სხდომა დაიხურა, თუმცა არც დახურულ ფორმატში გაგრძელებულა. შესაბამისად, მოსმენა ჩაიშალა. რომან კაკულიას თქმით, TBC-ის საკითხზე საჯარო დისკუსია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.


აქვე აღსანიშნავია, რომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ  პარლამენტში,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მისვლა შესთავაზა.  


სოფო ქსოვრელი 

 

 

 





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up