„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია საგანგაშოა “

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია საგანგაშოა “

access_time2019-03-29 19:00:36

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერის კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ და სიტუაცია საგანგაშოა, “— ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშს.  

ცომაიას შეფასებით, როგრც ჩანს, საქართველო მოიაზრება ერთ-ერთ ქვეყანად, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ფულის გათეთრების პოტენციურ შემთხვევებს. მისი განმარტებით, ოფშორულ კომპანიებში ფულის ლეგალიზება საქართველოს პრაქტიკისათვის უცხო არ არის.


„მაგალითად, „პროგრეს ბანკის“ დახურვა, რომელიც კახა კალაძეს ეკუთვნოდა. კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ „პროგრესს ბანკი“ ფულის გათეთრების საქმეში იყო ჩართული. უკანონო ფულის ლეგალიზაცია, რომელიც ოფშორების მეშვეობით ხორციელდება, პრობლემას წარმოადგენს. რადგან სახელმწიფო დეპარტამენტი ამას თავის ანგარიშში წერს, ესე იგი სიტუაცია საგანგაშოა.


არ გამოვრიცხავ, რომ ეს შორსწასული პროცესია. ამიტომ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ქვეყანაში, რომელიც მყიფეა, განვითარებადია, ნაკლებად სტაბილურია და ა.შ., უკანონო შემოსავლებისთვის ყოველთვის კარგი პლაცდარმი არსებობს. ეს პრობლემა ყოველთვის იყო საქართველოში, თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არასდროს მოხვედრილა. საინტერესოა, რატომ მოხვდა ეხლა - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დანაშაულებს საქართველოში დღეს სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ძლიერი ლობი გამოუჩნდა. შესაძლოა, სწორედ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა და ამიტომაც გააკეთა ასეთი მკაცრი შეფასება,“- აღნიშნავს ცომაია.




აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის მეორე ნაწილში, რომელიც ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულებს ეხება, ნათქვამია, რომ „საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას“.

„არსებობს არალეგალური ნარკოტიკების ადგილობრივი ბაზარი და ასევე ხდება ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის გარეთ არის და მონიტორინგს არ ექვემდებარება. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებასთან კავშირების დადგენაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.


P.s „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დაარსდა და ლიცენზია 2015 წელს შეუჩერდა. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი თიბისიმ იყიდა.



 

 სოფო ქსოვრელი 





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up