აკაკი ცომაია: „ ეკონომიკაში არსებული პროცესები, ინვესტიციების შემოდინებები ლარის გამყარების საფუძველს არ გვაძლევს“

აკაკი ცომაია: „ ეკონომიკაში არსებული პროცესები, ინვესტიციების შემოდინებები ლარის გამყარების საფუძველს არ გვაძლევს“

access_time2019-07-10 17:30:53

„ლარის კურსის გაუფასურების ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება,“ — ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი განმარტებით, გუშინ ლარი პანიკის გამო გაუფასურდა. იყო მოლოდინი, რომ რუსეთი დააწესებდა სანქციებს. დღევანდელი გამყარება კი არის იმის შედეგი, რომ მოლოდინი არ გამართლდა და რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის სანქციების დაწესება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.


მისი განცხადებით, ლარის კურსი სადამდე წავა, ეს არავინ არ იცის.


„ადამიანების ემოციების დონეზეა ეს. ამის დათვლა კი  შეუძლებელია. ის, თუ როგორი იქნება ლარის კურსის მომავალი ტრენდი, ამის შეფასება შესაძლებელია. ეკონომიკაში არსებული პროცესები, ინვესტიციების შემოდინებები ლარის გამყარების საფუძველს არ გვაძლევს. ლარი სამომავლოდ უფრო გაუფასურდება, ვიდრე გამყარდება,“ აცხადებს ცომაია.


მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ აჟიოტაჟის ჩაცხრობა. მარეგულირებელს შეუძლია რეზერვები გაყიდოს და შემდეგ იყიდოს. სხვა მას არაფერი შეუძლია, ეროვნული ბანკი ეკონომიკას ვერ გაზრდის. რაც შეეხება მთავრობას, ცომაია თვლის, რომ ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს.


შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის დღეს  დადგენილი კურსით, ხვალ ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8542 ლარი იქნება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2027  ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9096 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2599 ლარია.




დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათზე ერთი დოლარი უკვე 2,8669 ლარად ივაჭრება. გუშინ, დილიდან Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ვაჭრობა 2.8401 ნიშნულიდან დაიწყო და ყველაზე მაქსიმუმი 2.9325- ლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი დუმის მხარდაჭერილ სანქციებზე უარი თქვა, ავტომატურად Bloomberg-ზე ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო. 



თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, ლარი სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოყვება.


სოფო ქსოვრელი 

 

 

 






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up