აკაკი ცომაია - ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც დავაბრალოთ - ლარის გაუფასურებაზე მთავრობის განცხადებების შეფასება უხერხულია, რადგან უვიცები არიან

აკაკი ცომაია - ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც დავაბრალოთ - ლარის გაუფასურებაზე მთავრობის განცხადებების შეფასება უხერხულია, რადგან უვიცები არიან

access_time2019-07-30 18:11:47

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას “არაადეკვატურ შეფასებას“ უწოდებს.


როგორც ცომაიამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კობა გვენეტაძე სულ მცირე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება.


“როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს მალავს და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად არ მიიჩნევს, ეს სულ მცირე სწორი შეფასება არ არის. გამომდინარე აქედან, ძალიან რთულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა მისი შემდგომი განცხადება დაიჯერო, როდესაც ის უცხოური ინვესტიციების შემცირების ფაქტორს არ ასახელებს. ის ასევე არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ 200 ათასს ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეუძლებელია და ლარის გაუფასურებას ეს ფაქტორიც იწვევს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებებში ადეკვატურია. საგარეო შოკები ყოველთვის არსებობს. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ ლარი ადრე ასე არ მოძრაობდა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.



მისივე შეფასებით, “სრული სისულელეა“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლარის გაუფასურების მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირება.


“ეს იმდენად აბსურდული არგუმენტია, რომ კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. თუ საქმე ასე წავიდა, კურსზე ყველაფერი მოქმედებს, ცივი ქარიც კი. ასე, ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც და სხვა უამრავ რაღაცას დავაბრალოთ. ეს ხომ ძალიან არასერიოზულია. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სულ მიდის და პირველი ან მეორე შემთხვევა არ არის, როცა მიტინგები ტარდება. ადრე პოლიტიკური პროცესები არ მიდიოდა და რუსთაველზე საპროტესტო აქციები არ იყო?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ეს მიზეზი დავიჯეროთ, გავრილოვი საქართველოში ჩვენ ჩამოვიყვანეთ და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩვენ დავსვით?! ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია! ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის განცხადებების შეფასება ძალზე უხერხულია, რადგან არათუ არაადეკვატურები არიან, არამედ ვიტყვი, რომ უვიცებიც არიან“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.


ipn.ge




უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up