აკაკი ცომაია - ეროვნულ ბანკს მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება - მდგომარეობა აქამდე იმიტომ მივიდა, რომ სებ-ი არასწორ პოლიტიკას ატარებდა

აკაკი ცომაია - ეროვნულ ბანკს მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება - მდგომარეობა აქამდე იმიტომ მივიდა, რომ სებ-ი არასწორ პოლიტიკას ატარებდა

access_time2019-10-24 21:30:16

ეროვნულ ბანკს მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მდგომარეობა იმიტომ მივიდა, რომ ეროვნული ბანკი ამ დრომდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის შეჩერების ყველაზე ოპტიმალური გზაა და ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა, ამ ვითარების შექმნაში სწორედ სებ-ის პასუხისმგებლობას ხედავს. ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, რამაც მისი თქმით, ეს შედეგი მოიტანა.

 

„ეროვნულ ბანკს მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. აქამდე მივიდა ეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ამ პერიოდამდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ბევრი ექსპერტი და მათ შორის მეც, როცა ვამბობდით, რომ ინფლაციური პროცესები გარდაუვალი იქნებოდა ლარის ამ რაოდენობით გაუფასურების შემდეგ, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპირისპიროს გვიმტკიცებდა და ამბობდა, რომ ლარის კურსსა და ინფლაციას შორის ასეთი პირიდაპირი კავშირი არ არსებობს. საპასუხოდ მიიღო ინფლაციის ასეთი მაღალი დონე, რაც პირდაპირ წარმოადგენს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას.

 

თავიდანვე რომ მონეტარული პოლიტიკა არ შეერბილებინა, არ აეკრძალა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა 300 000 ლარამდე, არ აეწია სარეზერვო მოთხოვნები დოლარზე, რომლის უკან ჩამოწევაც მოუწია, ასეთ შედეგებამდე არ მივიდოდა,“- აცხადებს აკაკი ცომაია.

 


მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები გაძვირდება და ეს ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება.

 

„1 პროცენტით გაძვირდება სესხები. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. თუ პირობითად, ყოველ თვე იხდის ადამიანი 330 ლარს, გადაიხდის 350 ლარს, შესაბამისად, ისინი უფრო ნაკლებს დახარჯავენ ბაზარზე და შესაბამისად მცირდება ეკონომიკური ზრდის ტემპიც,“- აცხადებს აკაკი ცომაია.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდაში მთავრობასაც ლომის წვლილი აქვს.

 

„რაც შეეხება მთავრობის პოლიტიკას, აქ გაცილებით ბევრი რამ არის საკრიტიკო, გაცილებით არაადეკვატურია მთავრობა. ახლა მნიშვნელოვანია რეგულაციების შერბილება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე, როგორ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული, რამდენად ეფექტიანად, დროულად იხარჯება, - ამ შეკითხვებზე პასუხი გვაძლევს იმ შედეგს, რა შედეგიც დგას რეალურად ახლა. ეკონომიკური ზრდა რომ ნაკლებად შეფერხდეს, მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს, კერძოდ, შეამციროს გადასახადები, მოახდინოს ეკონომიკის დერეგულირება. ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რომ მეტი ფული დახარჯონ და ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე,“- აცხადებს ექსპერეტი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

 

IPN





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up