„დაელოდო სანქციებს, მაგრამ თუ აქამდე მივედით, ე.ი. უკუნითი სიბნელეა. გაიღვიძეთ, დეპოში ვართ“ - ეკონომისტი

„დაელოდო სანქციებს, მაგრამ თუ აქამდე მივედით, ე.ი. უკუნითი სიბნელეა. გაიღვიძეთ, დეპოში ვართ“ - ეკონომისტი

access_time2022-03-06 22:50:22

„დაელოდო სანქციებს, მაგრამ თუ აქამდე მივედით, ე.ი. უკუნითი სიბნელეა. ე.ი. კვირიკაშვილის მერე ღარიბაშვილი ავიტანეთ. ღარიბაშვილის მერე რომელიმე ალტ-ინფოელსაც ავიტანთ. გაიღვიძეთ, დეპოში ვართ“,   ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


„კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„- სასაცილოა, თუ რძის ნაწარმის ექსპორტზე დაშვება ეკონომიკა გგონიათ და არა საინფორმაციო პროპაგანდა. ამოცანა კი ჩვენი რუსეთის ალიანსთან დაკავშირებაა.

- სასაცილოა თუ ვინმე ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნარატივს გაემიჯნება.

- სასაცილოა თუ რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებაში მხოლოდ ეკონომიკურ სტიმულებს ხედავთ. მალე მოისმენთ ლავროვის სიტყვას თუ როგორ ეხმარება ქართველი საზოგადოება რუს მოძმე ხალხს სანქციების ირიბად არიდებაში. ნუ ელოდებით რომ საქართველოს მთავრობა რამეს გააქარწყლებს და გაემიჯნება.


- სასაცილოა თუ შემოსულ ნაკადში მხოლოდ სანქცია დაღწეულებს ხედავთ. მათთან კომუნიკაციისას მოისმენთ თქვენთვის დამამცირებელ ფრაზებსაც. ემოციურ ფონზე ფრთხილად იყავით. შსს თქვენ დაგაპატიმრებთ. ლავროვი გეტყვით, რომ ქართველი მოძმე ხალხი უკრაინელებივით არ იქცევიან. საქართველოს მთავრობა არაფერს გააკეთებს ამის გასაქარწყლებლად.

- ნუ გიკვირთ რომ დოჟდის ჟუნალისტი არ შემოუშვეს. ნურც ის გაოცებთ რომ გავრილოვი პარლამენტის სავარძელში ჩასვეს.

- ნუ ფიქრობთ, რომ ეს მთავრობა ოდესმე იანუკოვიჩივით იტყვის, რომ ჩვენი გზა აღარაა ევროატლანტიკური არჩევანი. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამის გაკეთებას რუსეთიც არ მოსთხოვს. ორივემ კარგად იცის, რომ ქართული საზოგადოების 70%-ზე მეტის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა. მას სულაც არ აწყობს ამ მთავრობის ისეთი გაშიშვლება, რომ ბევრმა თქვენგანმა შეამჩნიოს როგორ ასრულებს ჩვენი მთავრობა მის დავალებებს. გაშიშვლება კი ჩვენს გაღვიძებას ნიშნავს.

- მანამდე, სანამ შენში პროგრესს, რეფორმებს ვერ ხედავს, რა პრობლემაა, გეგონოს რომ ევროატლანტიკური კურსი გაქვს, არ ეჩქარება. საინფორმაციო პროპაგანდით ტვინს გამოგირეცხავს. ხანდახან გავრილოვსაც შემოიყვანს და დატესტავს: ნეტავ, როგორ მუშაობს პროპაგანდა? შემთხვევით თუ პროგრესი შეამჩნია, მერე კი, ტანკებით წამოვა თუ კიდევ დარჩა.

ბოლო-ბოლო გააცნობიერეთ რა ხდება! ყველაფერი ხელის გულზე დევს!

ამ დღეების წინ, ერთმა მეგობარმა მითხრა. სანამ სანქციებს არ დაგვადებენ, მანამდე არაფერი გვეშველებაო. შეიძლება გავყვეთ მოვლენების ასეთ განვითარებას.

დაელოდო სანქციებს, მაგრამ თუ აქამდე მივედით, ე.ი. უკუნითი სიბნელეა. ე.ი. კვირიკაშვილის მერე ღარიბაშვილი ავიტანეთ. ღარიბაშვილის მერე რომელიმე ალტ-ინფოელსაც ავიტანთ.

გაიღვიძეთ, დეპოში ვართ!“,  წერს ცომაია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up