აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“  მშენებლობა „საპენსიო ფონდში“  დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს

აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს

access_time2019-03-22 12:30:13

 ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი მთავრობას ინიციატივით მიმართავს - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა დაფინანსდეს „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით, რომელიც უკვე 110  მილიონ  ლარს გასცდა და ყოველდღიურად იზრდება. 


როგორც ჩარგეიშვილი კომერსანტთან საუბარში განმარტავს, ამის შემდეგ ბევრი კითხვა მოიხსნება, დაფინანსება იქნება რეალური და შედეგზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ამ თემის სწორად რეალიზაცია ყველა მხარეს შედეგობრივად კმაყოფილს გახდის. რაც მთავარია, ქვეყანა რამდენიმე მაღალი ნახტომით საერთაშორისო რეიტინგებში ამაღლდება.


მისივე განმარტებით, „საპენსიო სააგენტო“ ვალდებულია კანონით მოახდინოს ამ ფულის ინვესტირება სხვადასხვა ბიზნესებში, მან კი ეს დღემდე  ვერ გააკეთა.  ანაკლიის პროექტი შესანიშნავი საშუალებაა დააბანდოს სააგენტომ ეს ფული ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული და მომგებიანი პროექტის დაფინანსებაში. თან ჩვენ ყველა გავხდებით ამ პროექტის აქციონერები,-აღნიშნავს ჩარგეიშვილი.


მისივე განმარტებით, საინვესტიციო საბჭო, რომელიც  საპენსიო სააგენტოში უნდა დაკომპლექტდეს, ალბათ  ზაფხულამდე ვერ ამოქმედდება. ამ დრომდე  კი სააგენტოში არსებული საპენსიო ანარიცხები  200 მილიონ ლარს  გადააჭარბებს, ერთ წელში კი მისი მოცულობა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება.


„ ეს ფული დღეს გაქვავებული დევს. მაშინ, როდესაც საპენსიო ანარიცხების  პირდაპირი დანიშნულება არის ის, რომ მისი ინვესტირება მოხდეს. ეს თანხა რომ განთავსდეს ანაკლიის პორტის დაფინანსებაში, ანაკლიის კონსორციუმი  უნდა იყოს საჯარო სააქციო საზოგადოება,შესაბამისად,საპენსიო  სააგენტო გახდება აქციონერი და ჩვენ ყველანი  პროექტის  დონორი აქციონერები.



 ჩვენ  ამით გავაკეთებთ უზარმაზარ, საშვილიშვილო საქმეს.იდრე საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს თუ არ გააუქმებს საპენსიო ფონდს, ეს ფული დაბანდებული იქნება. ამ ფულით აშენდება საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული, სტრატეგიული და მომგებიანი პროექტი. ჩვენ ამ პროექტის აქციონერები ყოველ დღე ვიქნებით იმის ზრუნვაში, რომ პორტი კარგად მუშაობდეს.


ვაცხადებ, რომ დაფინანსების ფული მოძებნილია.ეს იქნება „საპენსიო ფონდის“ მიზნობრივი ხარჯვა“-აღნიშნავს ჩარგეიშვილი.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  პირველი ფაზისთვის 620 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”  ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად მობილიზებულია.ინვესტორთა შორის არიან: თიბისი ჰოლდინგი -70 მილიონი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - 400 მილიონი, საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი, SSA Marine - 20 მილიონი, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები - 30 მილიონი.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

Top of Form

 






კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up