რა სჭირს ლარს - დღემდე რეალური მიზეზი არც ხელისუფლების და არც ეროვნული ბანკის მხრიდან არ სახელდება

რა სჭირს ლარს - დღემდე რეალური მიზეზი არც ხელისუფლების და არც ეროვნული ბანკის მხრიდან არ სახელდება

access_time2019-08-07 11:00:08

„ეს არის ორჯერ ორი ოთხი, რომ ამ არასტაბილურობის განცდამ და იმან, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ დაიწერონ ქულები, ასევე 20 ივნისის მტკივნეულმა ღამემ, როცა განხორციელდა შტურმი საქართველოს პარლამენტზ\ეშექმნა ეს რეალობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის ნიშნულს“, -  ეს განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერ მინისტრის აზრს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც იზიარებდნენ და ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება იყო. თუმცა, ეს მოსაზრება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად რუსული ემბარგოსი, საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია —  ივლისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 5.8%–ით გაიზარდა.


ერთი სიტყვით, რა სჭირს ლარს, დღემდე რეალური მიზეზი ოფიციალურად არც ხელისუფლების და არც ეროვნული ბანკის მხრიდან არ სახელდება. 

 

ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ეროვნულმა ბანკმა და მისმა ზედამხედველმა ორგანომ პარლამენტმა უნდა ისაუბროს, რადგან ლარის კურსზე პასუხისმგებლობა სწორედ სებ-ს ეკისრება.



„ახალი ორგანო, ახალი სტრუქტურა და სპეციალური კვლევა  ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად ჩვენ არ გვჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ეროვნული ბანკი, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო. ასეთი მაღალი კომპეტენციის ორგანო  კონსტიტუციაში ძალიან ცოტაა. ეროვნული ბანკი არ არის გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის მატარებელი ინსტიტუტი. გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადობის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ასევე ეკონომიკური გუნდის, საპარტნიორო ფონდის, კონკურენციის სააგენტოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის 50-წლიან ჭრილში სტაბილურობის გარკვეული პოლიტიკა გაატაროს, ის უნდა იყოს პრევენციული ღონისძიების მატარებელი. მაგალითად, ისეთ პერიოდში რა პერიოდიც საქართველომ ბოლო თვეს გაიარა. კონკრეტულად ესეთი შემთხვევებისთვის ეროვნულ ბანკს საქართველოს ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა უნდა ჰყავდეს დაზღვეული. დაზღვევაში არ იგულისხმება სადაზღვეო კომპანიაში დაზღვევა -  იგულისხმება რეზერვების არსებობა, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების, სხვა ქვეყნების ეროვნულ ბანკებში განთავსებული ფასიანი ქაღალდების არსებობა, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ მცირე რყევების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას ზიანი არ მიადგება“, განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.


აკაკი ჩარგეიშვილი თვლის, რომ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას, რომ ვერ ასრულებს განპირობებულია მისი მაკონტროლებელი ორგანოს პარლამენტის არა ეფექტური მუშაობით.


„შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ეროვნულ ბანკს მაგრამ, ეროვნულ ბანკსაც ჰყავს თავისი ზედამხედველი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელმაც საპარლამენტო კონტროლიდან გამომდინარე უნდა განახორციელოს იმ პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოკვეთა, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე გულგრილობა დაუშვა და არ იმუშავა. საქართველოში ეროვნული ბანკი ავად თუ კარგად მუშაობს მაგრამ, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის, მონეტარული პოლიტიკის კუთხით აბსოლუტურად ნულზეა. შესაბამისად, ანგარიშვალდებულება ეროვნულ ბანკს საქართველოს პარლამენტის მიმართ არ აქვს. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ეროვნულ ბანკს 1 წლის აუდიტს ჩაუტარებს, სწორედ ამ ანგარიშით ხდება წარდგენა საქართველოს პარლამენტის წინაშე და ამ ანგარიშით შემოიფარგლებიან. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი როგორც ცოცხალი ორგანიზმი არ გრძნობს პასუხისმგებლობას. თავისთავად ცხადია, მოშვებული და მოდუნებული აქვს  ანგარიშვალდებულების მექანიზმები პარლამენტის მიმართ, რაც თავისთავად ახდენს ზეგავლენას ადამიანებზე. როდესაც იციან, რომ არ შეამოწმებენ და არ მოსთხოვენ პასუხს, ამის გამო ისინიც ინერტულები არიან და ვართ ამ მდგომარეობაში. თუ ეს რეალობა შეიცვლება ნამდვილად გვექნება იმის საშუალება ვნახოთ პასუხისმგებლიანი ეროვნული ბანკი“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.  


ბაჩო ადამია





მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 13.6%-ით და ჯანდაცვაზე - 7.5%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 13.6%-ით და ჯანდაცვაზე - 7.5%-ით გაიზარდა
access_time2020-07-03 11:30:24
2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ...

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...


მსგავსი სიახლეები

up