აკაკი ბობოხიძის განცხადებით ივანიშვილიც შევარძნაძის მსგავსად უნდა მოვიშოროთ

აკაკი ბობოხიძის განცხადებით ივანიშვილიც შევარძნაძის მსგავსად უნდა მოვიშოროთ

access_time2020-10-25 10:20:21

„2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდამოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ივანიშვილის ხელისუფლებამ გაყინა დრო და შეაჩერა ქვეყნის განვითარება“.

 


„თუ სად მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა, აი ეს არის ნათელი მაგალითი. 2012 წლის შემდეგ აქ არ შეცვლილა არაფერი, დრო გაიყინა და საქართველოც გაიყინა. იმისთვის, რომ შევადაროთ, ვის შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, გავიხსენოთ რა ჩაიბარა წინა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი გუნდიც სწორედ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იყვნენ, ჩაიბარა უშუქო, ბანდიტებით და კრიმინალებით დახუნძლული ქვეყანა, პენსია და ხელფასები, გაყინული ქვეყანა და 2012 წელს დავტოვეთ ფეხზე დამდგარი ქვეყანა. 2012 წელს რაც გადავაბარეთ ხელისუფლება ივანიშვილს, სამწუხაროდ, დრო გაყინა და შეჩერდა ყველაფერი. ამიტომ, თუ გვინდა წინსვლა, თუ გვინდა ჩვენი შვილების და მომავლის უზრუნველყოფა, 31 ოქტომბერს სრულიად საქართველო უნდა დავდგეთ და ისე როგორც წალენჯიხიდან, თელავიდან, ბათუმიდან დაიძრა 2003 წელს მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე მთელმა საქართველომ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა ბობოხიძემ



ინტერპრესნიუსი




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up