„აკადემიური წელი რომ გამოცხადდეს, შემდეგ დაიწყება ნამდვილი პანდემია, რომელიც დიდხანს ვერ დალაგდება“-გია მურღულია აკადემიური წლის უარყოფით მხარეზე საუბრობს

„აკადემიური წელი რომ გამოცხადდეს, შემდეგ დაიწყება ნამდვილი პანდემია, რომელიც დიდხანს ვერ დალაგდება“-გია მურღულია აკადემიური წლის უარყოფით მხარეზე საუბრობს

access_time2020-04-07 13:00:06

„ამ წლის აკადემიურ წლად გამოცხადება და მისი გაცნობიერება მიგვიყვანს დიდ პრობლემათა პანდემიამდე“ -ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გია მურღუალიამ  „კომერსანტთან“ განაცხადა.

 

გამოცხადდება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად, ამ თემაზე  - სოციალურ ქსელში, მსჯელობა აქტიურად მიდის, თუმცა, როგორც განათლების სფეროსა და სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში ყველა ის ზომა ტარდება რაც თავიდან აგვარიდებს აკადემიურ სასწავლო წელს.


„ამ წლის აკადემიურად გამოცხადება მიმაჩნია დიდ აბსურდად და ამის ვერნაირ საჭიროებას ვერ ვხედავ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაიწყება ნამდვილი პანდემია, რომელიც დიდხანს ვერ დალაგდება. მის გამოცხადაებას მთელი რიგი პრობლემები ახლავს თან. კერძოდ,  ფუჭად დაკარგული დრო და სახსრები, რომელიც  სახელმწიფოს მიერ გატარდა, როგორც დისტანციური სწავლების ასევე ტელესკოლის შექმნის მხრივ.თუ აკადემიურ წლად უნდა გამოვაცხადოთ ეს სასწავლო წელი, რატომ კეთდებოდა ამდენი რამ, ამის საფუძველს ვერც განათლების სამინისტროში ხედავენ.ალბათ ვერ აცნობიერებენ, რამდენ დროსა და ფინანსებზეა საუბარი, როგორც პედაგოგებისთვის გადახდილი ხელფასების, ასევე სხვა გადასახადების სახით, ეს ყველაფერი  წყალში ჩაიყრება.


ჩვენ დისტანციური სწავლაზე  გადავედით, რომელიც  არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი , ასე სწავლობენ და ასწავლიან მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებში. ამ გზას კი საქართველო ახლა გადის და ცოტა უცნაურად მიაჩნიათ, თუმცა, მალე გაითავისებენ.“-ამბობს გია მურღულია.

 


2019-2020 წლის აკადემიურ წლად გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ ვერც, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.  მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.


„როგორც მოგეხსენებათ, ტელესკოლის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვით ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა და სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლაზე გადავიდა.

 

ნათია ლომიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up