აკა - მერსედეს-ბენცის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში: გამკაცრებული საბანკო რეგულაციები  „მერსედეს ბენცის“ გაყიდვებზე უარყოფითად აისახა

აკა - მერსედეს-ბენცის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში: გამკაცრებული საბანკო რეგულაციები „მერსედეს ბენცის“ გაყიდვებზე უარყოფითად აისახა

access_time2019-03-26 18:00:12

შპს აკა — საქართველოში მერსედეს-ბენცის გენერალური წარმომადგენელის გაყიდვების მენეჯერის დიმიტრი გიგაურის განცხადებით, გამკაცრებული საბანკო რეგულაციები  „მერსედეს ბენცის“ ბრენდის ავტომობილების გაყიდვებზე უარყოფითად აისახა და გარკვეული შეფერხებები გამოიწვია.


„ავტომობილების გაყიდვებში ჯერჯერობით გაუმჯობესება არ გვაქვს. იგივე მაჩვენებელი გვაქვს, რაც გასულ წელს. თუმცა, მერსედესის საშუალო ღირებულების ავტომობილებზე ახალმა რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვებიც შეფერხდა. როგორც ცნობილია, სესხს ბანკები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ, აქ კი პროცენტი მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელი კრედიტის აღებაზე უარს ამბობს და, აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქციის ყიდვასაც ვეღარ ახერხებს. თუმცა მთლიანობაში, მომხმარებლების მხრიდან ჩვენი ბრენდის მიმართ ძველებურადაა დაინტერესება,“ - აღნიშნავს „კომერსანტთან“ საუბარში დიმიტრი გიგაური.


როგორც „კომერსანტმა“ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილების გაყიდვები საქართველოში ზოგადად შემცირებულია. 



მაგალითად,  2016 წელს  საქართველოში თუ 15 483  მერსედესის მარკის ავტომობილი შემოვიდა, 2017 წელს ეს რიცხვი 6 534-მდე შემცირდა,  2018 წელს კი 4 181-მდე. როგორც ასევე ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობა ცდილობს შედარებით იაფფასიანი და ეკონომიური ( მაგალითად ჰიბრიდები) ავტომობილები შეიძინოს.


საქართველოსგან განსხვავებით,  2018 წელს მერსედესი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ ბრენდი გახდა. მისი გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით 2,310,185-ამდე გაიზარდა და ამით 2018 წელი გერმანული ავტო მწარმოებლისთვის მერვე რეკორდული წელი გახდა. გაყიდვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაწინაურდა, ხოლო ევროპის რეგიონში 933,697 ავტომობილი მიეწოდა მომხმარებელს. 
მიუხედავად ამისა, Daimler AG-მა გასული წლის ივნისში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების შემცირების შესახებ გამოაცხადა. კომპანიის მხრიდან მიზეზებად ამერიკაში მომხდარი ხანძარი და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომი სახელდებოდა. 


Financial Times-ის ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილების გაყიდვების შემცირება 2013 წლის თებერვლის შემდეგ გასულ წელს პირველად დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მერსედესი გაყიდვების მაჩვენებლით მის მთავარ კონკურენტებს BMW-ს და Audi-ს მნიშვნელოვნად მაინც უსწრებს.


მარიამ მორგოშია






“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up