Ajara group-ის პრიორიტეტული ბაზარი ევროკავშირია - კომპანია ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს

Ajara group-ის პრიორიტეტული ბაზარი ევროკავშირია - კომპანია ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს

access_time2020-09-30 19:00:17

ვებ-გვერდი eastfruit.com ქართული კომპანია Ajara group-ის ხელმძღვანელს გოდერძი მეტრეველს ჰოლდინგის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


ნუშის ბაღები თქვენს ჰოლდინგში შემავალი კომპანია „უდაბნო“-ს ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა, დღეს კი პირველი მოსავლის აღება მოხდა. რამდენი წელია საჭირო ნუშის ბაღის ასამუშავებლად?


-2016-2017 წლებში ჩვენ ნუში 1000 ჰექტარზე დავრგეთ, ბაღებს ყოველწლიურად ვაფართოვებდით, დღეს კი მისი მთლიანი ფართი 2300 ჰექტარს შეადგენს. ამ წელს 1000 ჰექტარიდან ჩვენ პირველ მოსავალს ვიღებთ. სრულიად ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი მივიღეთ, რაც ევროპული ლაბორატორიების დასკვნებითაც დასტურდება. სავარაუდოდ, ამ წლის მოსავალი 150 ტონამდე იქნება, პარალელურად ჩვენ ნუშის კრეფის პროცესის სრულყოფაზე ვმუშაობთ. ჩვენთან ბაღში ძირითადად ესპანური Lauren, Guara, Soleta და იტალიური Supernova არის დარგული.


რაც შეეხება ბაღის გაშენებას, ჩვენ ეს პროცესი დეტალური აგრონომიული კვლევების შემდეგ დავიწყეთ. იმ დროს საქართველოში ნუშის სამრეწველო მოყვანაზე ცოდნა მინიმალური იყო. ჩვენ კალიფორნიული გამოცდილება გამოვიყენეთ, რომელიც ამ ნიადაგს ძალიან კარგად მოერგო. ბაღის ტერიტორია აღჭურვილია ავტომატიზებული სარწყავი სისტემით. 2016-2017 წლებში საკუთარი წყალსაცავი ავაშენეთ, რომელიც გრუნტის წყალს აგროვებს. ეს წყალი თავისი ბიო-ქიმიური თვისებებით ისეთია, რომ დამატებით დამუშავებას არ საჭიროებს. სწორედ მაშინ 15-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი ავაშენეთ, რომლის მეშვეობითაც წყალი რეზერვუარიდან ბაღამდე მიდის.


მომავალი 4 წლის მანძილზე ბაღის ტერიტორიის 5000 ჰექტარამდე გაზრდას ვგეგმავთ, და ეს ევროპაში ნუშის ყველაზე დიდი ბაღი იქნება. პარალელურად ახალი 15-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი აშენდება. ჩვენ ვართ საქართველოში ნუშის წარმოებაში პიონერები. გამოცდილებას ჩვენ კახელ ფერმერებს აქტიურად უზიარებთ. რეგიონში ნუშის ათობით ახალი პლანტაცია შეიქმნა და თითო 20-დან 100 ჰექტარამდეა. ეს ძალიან კარგია ქვეყნისთვის.


სად აპირებთ ნუშის პირველი მოსავლის გაყიდვას?


  სავარაუდოდ, ამ წელს არსად. სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში ნუშის შენახვა წლების მანძილზეა შესაძლებელი, ასე რომ, 2021 წელს დაველოდებით, შემდეგ კი გავყიდით კონსოლიდირებულ მოცულობას. ჩვენთვის ძირითად ბაზარი ევროკავშირი იქნება, რომელზეც ორიენტირი ბაღების შექმნისთანავე იქნა აღებული. ჩვენ ყველა ევროპულ ნორმებს ვაკმაყოფილებთ და საერთაშორისო სერტიფიკატის Global G.A.P.-ის მიღებაზე მუშაობას ვასრულებთ.



  როგორ შეიცვალა ევროპის ბაზარზე პანდემიის ფონზე ნუშზე მოთხოვნა?

  სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, და ევროპაში მოთხოვა ნუშზე იზრდება, თუმცა, გარკვეულ სახეობებზე ფასები შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, სულ მალე ფასები ისევ გაიზრდება. ზოგადად, ნუშის დიდი უპირატესობაა, რომ მისი დიდი ხნის მანძილზე შენახვა შეიძლება შესაბამისად, გაყიდვა სასწრაფო და გადაუდებელი არ არის.


  როგორია მოთხოვნა ქართულ ბაზარზე?


  მოთხოვნა არის და იმ ფერმერებს, რომლებმაც 20-30 ჰექტარის ზომის ბაღები დარგეს, ქვეყნის შიგნით გასაღების პრობლემა არ ექნებათ. თანაც, საქართველოში დასუფთავებული ნუში გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში.


  რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?


  2021 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ახალი და მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დავიწყებთ, ამ საწარმოზე ნუშის გადამუშავება, გასუფთავება და შეფუთვა მოხდება. სავარაუდოდ, ქარხანა 2023 წლის დასაწყისში ამუშავდება.


  კომპანია „უდაბნო“ 8000 ჰექტარს ფლობს, ხოლო ნუშის ბაღის გაზრდა 5000-მდე იგეგმება, დანარჩენის ათვისება როგორ მოხდება?


სავარაუდოდ, დანარჩენ 3000 ჰექტარზე ბოსტნეული დაირგება და ასევე ინფრასტრუქტურა აშენდება. უკვე დავრგეთ ვენახი - ძირითადად ჩვენს მიერ აღდგენილი ენდემური ჯიშები, რომლებიც ამჟამად კონკრეტულ ნიადაგზე და კლიმატში ცდებს გადის. ასევე საქართველოში 40 მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების სათესლე მასაა ჩამოვიტანეთ და ამჟამად მისი ტესტირების პროცესი მიმდინარეობს.


საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია „უდაბნო“-ს მეურნეობის სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის ცენტრად გადაქცევა.


east-fruit.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
Ajara group



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up