აისახა თუ არა კორონავირუსი აზიაში მოგზაურობის მსურველ ქართველ დამსვენებლებზე

აისახა თუ არა კორონავირუსი აზიაში მოგზაურობის მსურველ ქართველ დამსვენებლებზე

access_time2020-02-15 13:30:09

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაწილი აზიის მიმართულებით მოგზაურობისგან თავს იკავებს.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტრესდა, რა სიტუაციაა ქართველ ტურისტებში და ხდება თუ არა ჯავშნების გაუქმება. როგორც ტურ-ოპერატორებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მღელვარება შეინიშნება, თუმცა ჯავშნებს არ აუქმებენ.

 

როგორც ტურისტულ სააგენტო Good travel-ში განაცხადეს, აზიის მიმართულებით ტურების გაუქმების შემთხვევები არ ქონიათ.


„მგზავრები ცოტას ნერვიულობენ და თავს იკავებენ, თუმცა გაუქმების შემთხვევა არ გვქონია. ზოგადად, ამ მიმართულებით ცოტა შემცირებულია, მაგრამ კორონავირუსის გამო არა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიმართულებები ძვირია, უფრო ნაკლებად ირჩევენ ხოლმე. თვითონ ვინც იქ ცხოვრობს, ამბობენ, რომ იქ უფრო სიმშვიდეა და პანიკა არ არის.

 

თუმცა ნებისმიერი, ასეთი ფაქტი, რომ ვირუსი არსებობს, ტურიზმის შეფერხების მიზეზია. ევროპა ნებისმიერ პერიოდში ძალიან აქტიურია. ასევე ყოველთვის მოთხოვნადია ეგვიპტე,  ახლა ტაილანდიც შეემატება, რადგან ცოტა ხანში პირდაპირი რეისები ემატება“ - განაცხადეს კომპანიაში.


 

oktravel -ის მენეჯერი სალომე ხოშაბაევი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსს ტურიზმზე არ უმოქმედია.

 

„ზოგადად, ამ მიმართულებით მოთხოვნა ძალიან მაღალი არ არის. თუმცა ამ პერიოდშიც ტურები იმართება, ჯავშნები არავის არ გაუუქმებია.

 

გვაქვს ინდონეზიის, ტაილანდის, შრი ლანკას მიმართულებები. უფრო მეტად შრი-ლანკას ირჩევენ, რადგან შედარებით დაბალბიუჯეტიანი მიმართულებაა, თითქმის ეგვიპტის ტარიფებს უტოლდება“, - განაცხადა ხოშაბაევმა.

 

როგორც Milky way travel -ის ტურ-ოპერატომა მარიამ მახარაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კორონავირუსის გამო მოგზაურობა გადადეს და თანაც არა აზიის,არამედ, ევროპის მიმართულებით.

 

„როგორც ინფორმაცია მაქვს, ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა ქვეყანა რისკ ქვეყნებში შედის კორონავირუსის გავრცელების გამო. ამიტომ მაინცდამაინც აზიაში გაუქმების შემთხვევა არ გვქონია. გვქონდა შემთხვევა, როცა ვენეციის კარნავალოს ტურზე ორი ადამიანი გამოგვაკლდა. მათ სახლში დარჩენა ამჯობინეს.

 

ზოგადად ჩვენი კლიენტები ძირითადად გოათი და ტაილანდით ინტერესდებიან. და ყველაზე აქტიური სეზონი გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხულში ამ მიმართულებებზე ძირითადად წვიმს“, - აცხადებენ Milky way travel-ში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up