„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

access_time2022-11-24 15:06:37

ტემპერატურის კლებასთან ერთად, მძღოლებისთვის აქტიური სამზადისის დრო დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მეტია, შესაბამისად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს — ზაფხულის საბურავები მოჭიდების უნარს კარგავს და ავტომობილის მოცურების ალბათობა იზრდება; აკუმულატორის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში ავტომობილი არ იქოქება; თუ ანტიფრიზი გამოსაცვლელია, გაგრილების სისტემა ზიანდება და ძრავის ამუშავება შეუძლებელი ხდება; გაცვეთილი ხუნდები კი დამუხრუჭებას უშლის ხელს. 

 

თუმცა, ამის მიუხედავად, მოუცლელობისა თუ წინდაუხედაობის გამო, მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა.

 

სწორედ ამას უპირისპირდება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც მძღოლებს ზამთრისთვის ავტომობილის გამართვისკენ და ცივი სეზონის მშვიდად, უსიამოვნო თავგადასავლებისა და ზედმეტი ექსცესების გარეშე გატარებისკენ მოუწოდებს. 

 

კამპანიის ფარგლებში შექმნილი პრინტსერია მარტივი მინიშნებებით — თოვლიან გზაზე დატოვებული ნაკვალევით სხვადასხვა სიტუაციას აღწერს. თითოეული სცენა, ერთი მხრივ, იმ უსიამოვნო თავგადასავლებს წარმოაჩენს, რომლებიც მძღოლებს წინდაუხედაობის შემთხვევაში ელით. მეორე მხრივ კი, ამ სიუჟეტებს ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსში“ მომზადებული ავტომობილის მოსაწყენად მშვიდ სცენებს უპირისპირებს. 


მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, კამპანიის ფარგლებში, ავტომობილის გაუმართაობის გამო შექმნილი სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციის ამსახველი ბანერები გზებზე განთავსდა.




ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: კამპანიის მთავარი სათქმელი ორ კონტრასტულ, ორაზროვან გზავნილში ერთიანდება: აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება და მოსაწყენი ზამთარი თეგეტა მოტორსთან ერთად. პრინტებში წარმოდგენილი ორი კონტრასტული რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად დიდ დისკომფორტში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ზამთარს მოუმზადებლები შევხვდებით. თეგეტა მოტორსში ზამთრისთვის ავტომობილის გამართვის შემთხვევაში კი ცივი სეზონი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის და ყველა არასაჭირო თავგადასავალს აირიდებ. ჩვენი წარმოდგენით, ერთმანეთის საპირისპიროდ ორი განსხვავებული რეალობის თვალსაჩინო წარმოჩენა ადამიანებს პრობლემის შესაძლო შედეგებზე დააფიქრებს და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

 

„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება მთავარი ღირებულებაა. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ავტომობილის გამართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:ზოგიერთი მძღოლი ფიქრობს, რომ მათ არ გადახდებათავს უსიამოვნო თავგადასავლები . ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს წინასწარ არ იღებენ და ფაქტებზე მეტად ინტუიციას ეყრდნობიან. რეალურად კი ზამთარში გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას შეუძლებელია, უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდო — არასასურველი თავგადასავალი ერთხელ მაინც შეგემთხვევა. ეს დაკვირვება მარტივ სტატისტიკად ვაქციეთ და პრინტსერიასთან ერთად, თითოეული პროდუქტის სიმბოლიკის და დამაფიქრებელი ტექსტის თანხლებით წარმოვაჩინეთ. 

 


უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელ შეთავაზებებს წელსაც აგრძელებს — ხუნდების, აკუმულატორების და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ზამთრის საბურავებზე კი — 20%-იანი ქეშბექი. 



ასე რომ, თუ მანქანას მართავ და ზამთრისთვის მზადება ჯერ კიდევ არ დაგიწყია, დროა, იმოქმედო. აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება. 

 

---

 

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up