Airbus მფრინავ ტაქსს 2017 წლის ბოლოს წარადგენს

Airbus მფრინავ ტაქსს 2017 წლის ბოლოს წარადგენს

access_time2017-01-18 10:00:57

კომპანია Airbus უპილოტო საფრენი მანქანის გამოცდას 2017 წლის ბოლოს გეგმავს - წერს Reuters–ი.
ამ პროექტზე მუშაობს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი Urban Air Mobility–ი.

 

Airbus-ში მიიჩნევენ, რომ მანქანების მძღოლებს არ მოუწევთ მართვის შესწავლა, რადგანაც ეს ზედმეტად რთულია - მფრინავი ავტომობილი თავისით აფრინდება და დაჯდება, ადამიანისგან მოითხოვება მხოლოდ სატრანსპორტი საშუალების გამოძახება და ფრენით სიამოვნების მიღება.

 


კომპანიის დირექტორის ტომ ენდერსის განცხადებით, „100 წლის წინ საქალაქო ტრანსპორტი გადავიდა მიწის ქვეშ, ახლა ჩვენ გვაქვს ყველა ტექნოლოგიური საშუუალება გადავიტანოთ ის მიწის ზევით". მან ასევე აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების გამოყენება შეაცირებს დანახარჯებს ინფრასტრუქტურაზე.

 

Urban Air Mobility შეიქმნა 2016 წელს და ის მუშაობს ერთ კაცზე გათვლილ ინდივიდუალურ საფრენ აპარატზე და ასევე ვერტმფრენის მსგავს საფრენ აპარატზე, რომელიც მოემსახურება რამდენიმე კაცს.

 

Airbus-ს ჩანაფიქრით, მფრინავი ტაქსის შეკვეთა შესაძლებელი იქნება სმარტფონით და ტაქსის შეკვეთის უკვე არსებული მომსახურების მეშვეობით.

 

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე. ახალი სისტემა მისცემს სახელმწიფოებს ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მილიარდების დაზოგვის საშუალებას - მფრინავ ავტომობილებს არ სჭირდება გზები და ხიდები" - განაცხადა ენდერსმა.

 

„თუ ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას ამ ტრენდებს, ახლო მომავალში ჩვენ დავკარგავთ ადგილს ამ სეგმენტში. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ პროექტს" - განაცხადა Airbus-ის ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა აპარატებმა იმუშაონ სუფთა ტექნოლიგიებზე და არ დააბინძურონ გარემო.

 

 

ავტორი: vesti.ru



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up