Airbus-მა მფრინავი ელექტრომობილი Airbus CityBus NextGen წარმოადგინა

Airbus-მა მფრინავი ელექტრომობილი Airbus CityBus NextGen წარმოადგინა

access_time2021-09-27 09:30:00

1970 წელს დაარსებულმა ავიამწარმოებელმა კომპანიამ Airbus მომავლის საქალაქო ტრანსპორტზე მისი ხედვა წარმოადგინა. კომპანიამ მის ახალ უპილოტო მფრინავ ელექტრომობილს CityBus NextGen უწოდა.



კონცეპტი CityBus კომპანიამ პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა. თუმცა მაშინდელი მოდელის კონსტრუქცია უფრო დრონს ჰგავდა, რომელსაც 8 პროპელერი ჰქონდა ვერტიკალურად ასაფრენ/დასაფრენად. ახლა კი მისი დიზაინი და კონსტრუქცია გადაამუშავა, რომელშიც ამ საფრენ-აპარატს აქვს V-ფორმის დაბოლოება კუდზე.



კომპანიის ცნობით, CityBus NextGen ეს არის სრულიად ელექტრო მფრინავი ავტომობილი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც ტაქსის ან როგორც კერძო სატრანსპორტო საშუალების. მას 4 ადამიანის გადაყვანა შეუძლია 80 კმ მანძილზე მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარით. კომპანია გვარწმუნებს, რომ ავტომობილი იქნება საკმაოდ ჩუმი, აფრენ/დაფრენის დროსაც კი.




Airbus Helicopters-ის გენერალური დირექტორის ბრუნო ევენის განცხადებით, მათი მიზანია მომავლის ავიამობილობის ბაზარზე შესვლა, რომელიც სულ უფრო ვითარდება. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ შეძლებენ საზოგადოებას შესთავაზონ სრულიად უსაფრთხო მფრინავი ავტომობილი, რომლის მიმართ იქნება



bpn.ge



თეგები:
Airbus



რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up